„ასეთი ძალადობა, ახალგაზრდებზე, ქალებზე... ამ ახალგაზრდებს უნდა მოვუსმინოთ. ეს უნდა შევძლოთ“, - ამბობს სამების არქიმანდრიტი ილია თოლორაია. რადიო თავისუფლება მას საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და იმ ძალადობაზე ესაუბრა, რომლის მოწმეც საზოგადოება დარბევების დროს გახდა.