დღეს, 20 დეკემბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს ხვდება.
შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო.
შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.
პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო დაპირება „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შეცვლის შესახებ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ასეთი დისკუსიებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა „დაუმტკიცონ“ კანონის ხარვეზები. „იქნებ იდეალური კანონია, მაინც შევცვალოთ?“ - თქვა მან.
ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ბერსეს გაჟღერებულ ინიციატივას არ ემხრობა და „შარლ მიშელი 2 არ იქნება“.
„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“, - ასე გამოეხმაურა კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, გიორგი გახარია ბერსეს განცხადებას.