Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრისას ანტონიუ კოშტამ „კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ ხალხს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისათვის ბრძოლაში“.


„მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომის გამართვამდე, პრეზიდენტ კოშტას სურვილი იყო საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი და საქართველოში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიმართ ევროპული საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების დადასტურება“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.


პლატფორმა X-ზე სალომე ზურაბიშვილი წერს: „ვესაუბრე პრეზიდენტ კოშტას საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. ხაზი გავუსვი, რომ კრიზისიდან ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია - ახალი არჩევნები! დამარწმუნეს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას“.


პრეზიდენტი ზურაბიშვილის ეს განცხადება ანტონიუ კოშტამაც გააზიარა პლატფორმა X-ზე.


ანტონიუ კოშტამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან ჩაანაცვლა შარლ მიშელი.




2024 წლის 16-17 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები.


19 დეკემბერს კი ევროპული საბჭოს სხდომაა დანიშნული.


დღის წესრიგის თანახმად, „კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშრის ლიდერებმა შესაძლოა განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის, მოვლენები საქართველოსა და მოლდოვაში“.


საქართველოში მე-18 დღეა, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება - მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილებაა, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა.


დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს. 




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus