Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ნაძვის ხეზე მოდიოდა ხალხი და თქვენ ხალხის სიკვდილი გინდოდათ, მართლა ნუ გაახურეთ საქმე“, - მდინარაძე

„აქ ცუდი რაღაც მოხდება და არ გვინდა რა, დავიშალოთ“, - ასე მიმართა პარლამენტიდან გამოსულმა მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეკრებილ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსთაველზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იყვნენ მისულები.


კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადება, მამუკა მდინარაძემ თქვა:


„ჩვენ ჩვენი ხალხი გვიყვარს და მაგიტომ. ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ჩვენ შევხედეთ, აქ ბევრი ბავშვი არ იყო... დიდი მადლობა, რომ ითვალისწინებთ და დავიშალეთ. რაღაც ცუდ რაღაცეებზე არიან წამსვლელი და ამიტომ ნუ დავძაბავთ სიტუაციას... ბიჭებს მადლობა გადაუხადეთ“...


„ნუ ინტრიგნობთ“, - მიმართა მან ჟურნალისტებს, როდესაც კიდევ ერთხელ სთხოვეს მას ღონისძიების გადადების მიზეზზე საუბარი, - „მიზეზი ის, რომ თქვენ რაც გინდათ, ის არ მოხდეს“.


ტვ პირველის კითხვას, „რატომ მოაბილიზეთ ამდენი საჯარო მოხელე, ამდენი ხალხი, თუ გადადებდით ღონისძიებას?“, - მამუკა მდინარაძემ უპასუხა:


„აბა, რომელია საჯარო მოხელე, დამანახეთ. მხარდამჭერი კი არა, ნაძვის ხეზე მოდიოდა ხალხი და თქვენ ხალხის სიკვდილი გინდოდათ, ახლა ბოლო-ბოლო მართლა ნუ გაახურეთ საქმე რა“, - უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს და მანქანით დატოვა ტერიტორია.


თბილისში, 14 დეკემბერს დაგეგმილი მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადაიდო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა.


„მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას“, - თქვა კახა კალაძემ.


თბილისის მერია ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა. ააწყეს ნაძვის ხე და მოაწყვეს სცენა.


ღონისძიებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ასეულობით პოლიციელი გამოჩნდა, პარლამენტის შენობის ფასადზე მიანათეს საახალწლო განათებები, რომელიც კალაძის გადაწყვეტილების შემდეგ გაითიშა.


მეჩვიდმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.


28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.


დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus