Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„აქ ვარ და აქ ვრჩები“ - ზურაბიშვილი ყაველაშვილის არჩევას პროვოკაციას და პაროდიას უწოდებს

 


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული მიხეილ ყაველაშვილის არჩევას უწოდებს „პროვოკაციას“ და „პაროდიას“.


„ეს იქნება ღონისძიება, რომელიც მთლიანად მოკლებულია ლეგიტიმაციას და არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური, მოჰყვება მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს და ამას დიდხანს და დიდი ანალიზი არ სჭირდება“, - განაცხადა მან 13 დეკემბერს ბრიფინგზე.


„ყველაფერი არის პაროდია, რაც დღეს ხდება, - მათ შორის ის, რომ „ოცნებიდან“ თითქოს გადის „ხალხის ძალა““, - განაცხადა პრეზიდენტმა.„ხალხის ძალა“ 13 დეკემბერს კვლავ გამოეყო საპარლამენტო უმრავლესობას და განაცხადა, რომ „ჯანსაღი ოპოზიციის“ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მათ „ოცნების“ სიით იყარეს კენჭი. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ.


მან ასევე განაცხადა, რომ არსად არ მიდის.


„არსად არ მივდივარ. არავის არ დავტოვებ. სულ ამას მეკითხებიან - აქა ვარ და აქ ვიქნები. და აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი, რომელიც არის რეალურად არჩეული და ასახავს ამ ქვეყნის და საზოგადოების ხმას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტმა განმარტა თავისი არგუმენტაცია:


„მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან და ეს არის ერთგვარი ლეგიტიმაცია. ასევე, ვარ თქვენი წარმომადგენელი შიგნით. როგორც კი დადგება დრო, - როცა ისინი, ვისაც დღეს ჰგონია, რომ რეპრესიებით შეიძლება ამ საზოგადოების დამონება, - მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის არჩევნების გარდა, მე აქ ვიქნები, რათა დავსხდეთ და ვიფიქროთ, როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები, რომ დავუბრუნოთ ამ ქვეყანას მშვიდობა, სამართლიანობა და მომავალი“.




ყაველაშვილზე არჩევაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ „ამას არაფერი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პროცესთან და სამწუხაროა, რომ სახელმწიფო პაროდიად აქციეს“.


„მთავარი ხდება სხვაგან: დღეს ჩვენს ქუჩებში, ქალაქებში, ყოველდღე გამოდის კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ვინც პროტესტს გამოხატავს გამოსვლებით, პეტიციებით, სიტყვით თუ მარშით. ამან მოიცვა მთელი ქვეყანა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus