Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ასადის დაცემა შესაძლებლობაა გავანადგუროთ ქიმიური იარაღი სირიაში - აშშ-ის წარმომადგენელი OPCW-ში

ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ აშშ ხედავს შესაძლებლობას, განადგურდეს ქიმიური იარაღი სირიაში, რომლითაც დაიხოცა და დაშავდა ათასობით ადამიანი სამოქალაქო ომის დროს ამ ქვეყანაში.


ეს განაცხადა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW) აშშ-ის წარმომადგენელმა, ნიკოლ შამპეინმა. ორგანიზაციის საგანგებო სესიის წინ შამპეინმა განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ორგანიზაციის მცდელობას სირიის ქიმიური იარაღის არსენალის მოსპობის საქმეში. „სირიის რეჟიმმა, ასადის რეჟიმმა, არაერთხელ გამოიყენა ქიმიური იარაღი - ზარინი, ასევე ქლორის ბომბები და ამის შესახებ არასოდეს განუცხადებია OPCW-სთვის“, თქვა შამპეინმა.


ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ფერნანდო არიასმა საგანგებო სესიის გახსნისას თქვა, რომ მისმა ოფისმა სირიიდან დადებითი ცნობები მიიღო ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ, მაგრამ ჯერ ოფიციალური თხოვნა არ მოსულა.


OPCW-მ თავის მნიშვნელოვან წევრებს მიმართა თხოვნით, დაამტკიცონ სირიის ქიმიური იარაღის განადგურების სამუშაოების დაფინანსება და ტექნიკური დახმარება. სირია 2013 წელს შეუერთდა OPCW-ს აშშ-სა და რუსეთს შორის მორიგების  შესაბამისად და დათანხმდა თავისი ქიმიური იარაღის არსენალის განადგურებას.


არაერთი ინსპექციის მიუხედავად, სირია კვლავ ფლობს აკრძალულ ქიმიურ იარაღს. OPCW-ის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ეს იარაღი სირიის სამოქალაქო ომის დროს არაერთხელ იქნა გამოყენებული.


ახლა პრიორიტეტებს წარმოადგენს სირიაში ქიმიური იარაღის ადგილსამყოფლის დადგენა , ქიმიკატების და საბრძოლო მასალების აღწერა და მათი უსაფრთხო განადგურების ადგილის და დროის განსაზღვრა.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus