Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ის, რაც ვაკის ტაძარში მოხდა, ეკლესიის დარბევას უტოლდება - დეკანოზი ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ვაკეში მდებარე ტაძართან - რომლის წინამძღვარიც დეკანოზი შალვა კეკელიაა - დღეს მომხდარი მოვლენები „თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევას“.

„ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკზე 13 დეკემბერს.

იგი აცხადებს, რომ „რამდენად სწორადაც არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს საკუთარი პოზიცია, ეთიკისაგან სრულიად დაცლილი მეთოდით მოქმედება სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას“.

ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, - სადაც ერთ-ერთი საპროტესტო მსვლელობა იმართებოდა, - ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან, დეკანოზ შალვა კეკელიასა და დემონსტრანტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციას მარკეტინგის სფეროს სპეციალისტები მართავდნენ.

შელაპარაკება მოჰყვა დემონსტრანტების რეპლიკებს ტაძართან მდგარი მღვდლებისადმი და კითხვებს, რატომ ხუჭავს თვალს ეკლესია აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე.

დეკანოზმა კეკელიამ თქვა, რომ იგი ძალადობას გმობს, მათ შორის, ქადაგებების დროსაც.

მან დაწყევლა „ყველა, ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა“.

„ეგ არის საშინელება. ადამიანის ცემაზე ცუდი დედამიწაზე არაფერი არ არის. ყველა ადამიანი, ვინც სხვაზე ხელს აღმართავს და ბავშვს გალახავს… ეს არის ღვთის გმობაა. ვთქვი ქადაგებაში და დავგმე კიდევაც“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რატომ არ გააპროტესტა ბავშვების ცემა, თქვა:

„ვინ არ გააპროტესტა ბავშვების ცემა?! გავაპროტესტე! პირველმა მე ვთქვი… ნახეთ ჩემი ინტერვიუ! ქაშვეთში ვიყავი პარაკლისზე და ყოველდღე ვიხდი პარაკლისებს, ყოველდღე, ყოველ ღამე ვლოცულობ და ერთი წუთი არ მძინებია ჩემი ქვეყნისთვის და ერისთვის. მღვდელი რომ დასჭირდებათ, ჩვენ ისევ გვეძახიან. რომ გარდაეცვლებათ შვილი, ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთან?! გაგვანადგურეთ მაშინ! ეს იყო კომუნისტების დროს, გვანადგურებდით მღვდლებს... აბა, მოდიხართ აქ და გვიყვირით! რატომ გვიყვირიხართ? ეკლესიას შეიძლება ასე მოექცეთ?!“ - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

13 დეკემბერსავე განცხადება გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

მისი განცხადებით, ქვეყანაში უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია დიალოგი, თუმცა არ აზუსტებს, ვის შორის უნდა შედგეს ის.

პატრიარქის თქმით, მდგომარეობის დაძაბვა საფრთხეს უქმნის „ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus