Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთმა უკრაინაზე მასირებულ შეტევას ტაგანროგის სამხედრო აეროდრომზე დარტყმის პასუხი უწოდა

13 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დღევანდელი თავდასხმის სამიზნე ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა იყო.


უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა გამოიყენა 94 ბალისტიკური, აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა და 193 უპილოტო საფრენი აპარატი. სარდლობის მონაცემებით, საჰაერო და თავდაცვის ძალების საზენიტო და რადიოელექტრონული ბრძოლის ჯგუფებმა და ავიაციამ, მათ შორის F-16 ტიპის თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს 81 რუსული რაკეტა და 80 დრონი, კიდევ 105 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკალურად დაიკარგა, 5 რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა, 1 ბელარუსისკენ წავიდა.


პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა. ზელენსკიმ მსოფლიოს ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისა და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემების, კერძოდ, Patriot-ის გადაცემისკენ.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის სათბობ-ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს მაღალი სიზუსტის რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს უკრაინის მიერ ქალაქ ტაგანროგის სამხედრო აეროდრომზე შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული რაკატებით(ATACMS) შეტევის პასუხად და ყველა სამიზნე გაანადგურეს. როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგის სამხედრო აეროდრომზე შეტევა 11 დეკემბერს განხორციელდა.






რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო და ამ სისტემას დღემდე მიზანმიმართულად უტევს. უკრაინაში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.


უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.


 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus