Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

WSJ: ტრამპს სურს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ევროპელმა სამხედროებმა გააკონტროლონ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი ევროპის ქვეყნებს და უკრაინას სთავაზობს, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ამ რეჟიმის დაცვა გააკონტროლონ ევროპის ქვეყნების სამხედროებმა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.


ამერიკული გამოცემის წყაროთა თანახმად, ტრამპმა თავისი წინადადება 7 დეკემბერს, პარიზში შეხვედრისას გააცნო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.


ტრამპმა მათ უთხრა, რომ მხარს არ უჭერს ნატოში უკრაინის მიღებას, მაგრამ სურს, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ძლიერი და კარგად შეიარაღებული იყოს. The Wall Street Journal-ის წყაროთა ცნობით, ტრამპის სურვილია, რომ უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში მთავარი როლი ევროპამ შეასრულოს.


ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში ევროპის ქვეყნების ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას თავდაპირველად ერთმანეთთან განიხილავდნენ მხოლოდ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ახლა კი პროცესში ჩართული არიან უკრაინა, ევროპის კიდევ რამდენიმე სახელმწიფო და ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია.


WSJ-ის წყაროთა თანახმად, ევროპელი სამხედროები უკრაინაში შესაძლოა, განთავსდნენ სპეციალური სამშვიდობო მისიით, თუმცა, არა ნატოს ეგიდით. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი გრძნობს, რომ ომს იგებს და მის შეწყვეტას წინააღმდეგობას გაუწევს.




უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპთან პარიზში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდათ და ტრამპს მადლობას უხდის ომის სამართლიანად დასრულების მტკიცე გადაწყვეტილებისთვის.


ზელენსკის დეტალები არ დაუკონკრეტებია.





რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.
პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus