Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"ფანარი ჩამომართვეს, კანონსაწინააღმდეგოაო" - კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი ხელწერილით გაუშვეს

12 დეკემბერს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციიდან წასვლის შემდეგ კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. შემთხვევა ორთაჭალაში მოხდა, სადაც საპატრულო ეკიპაჟმა ექიმის მანქანა გააჩერა.


"ტვ პირველთან" საუბარში ზოსიაშვილი ჰყვება, რომ პატრულმა იგი "ზედაპირულად" გაჩხრიკა, მისი სანათი "კანონსაწინააღმდეგო ნივთად" მიიჩნია და ახნსა-განმარტება დააწერინა.


"ეს ყველაფერი მართლაც კომიკური იყო. იძულებით გადმომიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ახნა-განმარტების გარეშე ჩამომართვეს ტელეფონი, ადვოკატთან ვსაუბრობდი იმ მომენტში და მოვასწარი თქმა, ამ და ამ მისამართზე გადავყავარ-მეთქი. არც მეკონტაქტებოდნენ მანქანაში. გადმომიყვანეს და ადგილზე გარეგანი დათვალიერება ჩამიტარეს. ჩამსვეს მანქანაში და დაიწყეს მოძრაობა. საბოლოოდ, ახსნა-განმარტება დამაწერინეს, როგორც კი სიუჟეტი გავიდა "ტვ პირველის" მეშვეობით. დამაწერინეს, სად ვიყავი, როგორ ვიყავი. ფანარი მქონდა, პირადი მოხმარებისთვის ვსარგებლობ ხოლმე, სიბნელეში, სადარბაზოში ასასვლელად... იქაც [აქციაზე] ვანათებდი ნაძვის ხეს, ე.წ. "იოლაჩკას". ჩამომართვეს, კანონსაწინააღმდეგო ნივთიაო. მე ვკითხე რატომ არისო? და გადაასხვანაირეს, არ არისო, მაგრამ მაინც რაღაც ინტერესი არისო. კარგით, წაიღეთ-მეთქი. გამოკითხის ოქმი უნდა შეგვედგინა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ესეც არ იყო საჭირო", - იხსენებს რამაზ ზოსიაშვილი.


რადიო თავისუფლება კომენტარისთვის დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.


მეთხუთმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს მის წევრობაზე.


28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.


დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus