Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები უკრაინაში მშვიდობისდამცველთა გაგზავნას განიხილავენ - მედია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ვარშავაში ვიზიტის დროს, ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, გეგმავს პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად განიხილოს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ სამშვიდობო ძალების განლაგების საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემები Politico და Rzeczpospolita წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.



Rzeczpospolita-ს ინფორმაციით, ვარშავა და პარიზი განიხილავენ პოტენციურ 40 000-კაციან მისიას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებისგან შედგება. გამოცემის თანამოსაუბრეებს არ დაუკონკრეტებიათ, ევროკავშირის რომელი ქვეყნებიდან შეიძლება ჩავიდნენ სამხედროები უკრაინაში. სავარაუდო სამშვიდობო მისია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და შესაძლო დარღვევებს დააკვირდება.

ამავე დროს, პოლონეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Politico-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ვარშავა გაოცებული იყო მაკრონის წინადადებით. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, სამშვიდობო მისიების შექმნის საკითხები გაეროსა და ეუთოს ფარგლებში უნდა გადაწყდეს და არა ორი ქვეყნის პრეზიდენტების განხილვის დროს.



მანამდე მაკრონმა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის იდეა გამოთქვა. Rzeczpospolita ასევე აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, დიდი ალბათობით, სამშვიდობო მისიის იდეა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე გასულ შაბათს განიხილა პარიზში.

ზელენსკი მაკრონს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 7 დეკემბერს შეხვდა პარიზში. მაკრონის წინადადების შესახებ მან ორშაბათს ახსენა კიევში გერმანიის ოპოზიციური ბლოკის, CDU/CSU-ს ლიდერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე.

ზელენსკის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ მაკრონი ემხრობა ქვეყანაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსებას უსაფრთხოების გარანტის სახით, სანამ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება. ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყანაზე შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ მაკრონი ადრე არ გამორიცხავდა ფრანგი სამხედროების უკრაინაში გაგზავნას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus