Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ორბანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის კონფლიქტი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 11 დეკემბერს სატელეფონო საუბარი გამართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის ომში პოტენციურ „მშვიდობისმყოფელად“ მიიჩნევს.

კრემლის თანახმად, "შედგა აზრთა საფუძვლიანი გაცვლა უკრაინის საკითხებზე."

ამავე ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ კიევმა დაიკავა "დესტრუქციული" პოზიცია, რომელიც გამორიცხავს სამშვიდობო შეთანხმებას.

კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ორბანის თხოვნით შედგა.

მანამდე ბუდაპეშტის უმაღლესი რანგის დიპლომატმა განაცხადა, რომ უნგრეთი გააგრძელებს უკრაინის გარშემო "მშვიდობიან მისიას". უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ფლორიდაში ორბანისა და ტრამპის შეხვედრა იმის დასტურად შეაფასა, რომ შემთხვევითი არ იყო, "ისინი, ვინც უკრაინაში მშვიდობას ესწრაფვიან, გახარებული იყვნენ დონალდ ტრამპის გამარჯვებით არჩევნებში“.

ორბანი მანამდე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს, რომელმაც ადრე დადო პირობა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მალევე დაამყარებს მშვიდობას უკრაინაში.

ორბანის და ტრამპის შეხვედრა კვირის დასაწყისში შედგა ფლორიდაში.

„ორბანი დაინტერესებულია კრიზისის მოგვარების პოლიტიკურ-დიპლომატიური გზების ერთობლივ მოძებნაში“, - წერს კრემლი თავის ცნობაში.

უნგრეთის პრემიერმა, ტრამპის და ასევე პუტინის უახლოესმა პარტნიორმა ევროპის კავშირში, არაერთხელ მოუწოდა მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ და უარი თქვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ივლისში მან გააბრაზა თავისი კოლეგები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, როცა თავისი ქვეყნის მიერ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის პოსტის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, კონფლიქტის მოგვარების მიზნით, რუსეთთან დიპლომატიური მიმოწერა დაიწყო.

კრემლი იტყობინება, რომ ორბანმა და პუტინმა განიხილეს ასევე ენერგეტიკის პრობლემები. ბრიუსელი იმედგაცრუებულია, რომ ბუდაპეშტი რუსეთიდან ენერგომატარებლების შესყიდვას განაგრძობს სამი წლის შემდეგაც მას მერ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus