Добавить новость

В Алексине собрались тайские боксеры со всей России

Около 1,5 тысячи единиц техники задействовали для уборки дорог Подмосковья

В Подмосковье началась операция «Ёлочка» по защите хвойных лесов

Билеты за 80 тысяч: поход в театр стал роскошью

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება" - პრეზიდენტი სუსის განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში მედიის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 დეკემბრის განცხადებას და მას "ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება" უწოდა.

„სუსის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. ეს რაღაც სცენარების დატრიალება, რა სცენარიც მოიცავს „გვამებს“, ეს არის ადამიანების პირდაპირ ფსიქოლოგიური დატერორება იმ დროს, როდესაც გარეთ არის მშვიდობიანი აქციები. გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არის არც „ტიტუშკები“ და არც სხვები, აქციები ძალიან მშვიდობიან ტარდება და არაფერი ისეთი არ ხდება“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 10 დეკემბერს გაავრცელა განცხადება თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით, რომელშიც ირწმუნება, რომ 14 დეკემბერს დანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ხელშესაშლელად "2-3 ადამიანის მსხვერპლს" გამოიყენებენ.

იგეგმება "მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.

მანამდე, პროევროპული აქციების დაწყებიდან მესამე დღეს, 30 ნოემბერს, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ "დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად".

წელიწადზე მეტია, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმებოდა "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" და საქმე 315-ე, ამბოხების მუხლითაც აღძრა.

ამბოხებისა და გადატრიალების საქმეზე გამოძიებები ხელისუფლებამ დაიწყო 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც.

გამოძიების შედეგები არცერთ საქმეზე არაა ცნობილი.

მეცამეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.

გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Chery объявила цены кроссовера Tiggo 9 в России

Около 1,5 тысячи единиц техники задействовали для уборки дорог Подмосковья

Почти 80 миллионов рублей получили предприятия Солнечногорска в 2024 году

В Алексине собрались тайские боксеры со всей России

Музыкальные новости

Стартовал прием вопросов к пресс-конференции Игоря Маковского

LG ПРЕДСТАВИТ РЕШЕНИ НА БАЗЕ ИСКУССТВЕННОГО ИНТЕЛЛЕКТА ДЛЯ САЛОНА АВТОМОБИЛЯ НА ВЫСТАВКЕ CES 2025

Собянин: первые новогодние подарки доставлены из Москвы в новые регионы РФ

Масспостинг вертикальных видео в TikTok, Youtube-shorts, ВК-клипы, Reels.

Новости России

Chery объявила цены кроссовера Tiggo 9 в России

Почти 80 миллионов рублей получили предприятия Солнечногорска в 2024 году

В Подмосковье началась операция «Ёлочка» по защите хвойных лесов

«Гостиную Деда Мороза» открыли на Центральной площади в Одинцове

Экология в России и мире

Актриса Наталья Гудкова призналась, что была любовницей женатого мужчины

Встречаем Новый год в «Тропикана Парк»

Моцарт и Шопен при свечах в Петрикирхе

Певица ZIMA представила сингл "Инферно"

Спорт в России и мире

Арина Соболенко получила награду WTA за преданность делу и продвижение женского тенниса

Новак Джокович заявился на турнир ATP-500 в Дохе

Эрика Андреева проиграла в финале турнира WTA 125 в Лиможе в парном разряде

Эрика Андреева проиграла в парном разряде в финале турнира WTA-125 в Лиможе

Moscow.media

Bluetooth-сканер штрих-кодов SAOTRON P04 на базе CMOS-матрицы

Зимнее утро

Bluetooth-сканер штрих-кодов SAOTRON P04 на базе CMOS-матрицы

• Dusil Photography • https://dusil.org











Топ новостей на этот час

Rss.plus






Ямпольская объяснила, зачем нужен закон о книгоиздании

Chery объявила цены кроссовера Tiggo 9 в России

Первый турнир по русским шахматам среди военнослужащих прошел в Красногорске

300 тысяч находок. В Москве подвели итоги археологического сезона-2024