შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგებში მგზავრი მიზანმიმართულად ჩააგდეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია ცხელ კვალზე“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას უწყებაში.
მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მას ხელი ზუსტად იმ დროს კრეს, როცა მატარებელი მოდიოდა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საბურთალოს ხაზი შეფერხებით, მხოლოდ მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობს.