Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„განყოფილებაში მეუბნებოდნენ, ვიცით შენზე, სტრიპტიზს რომ ცეკვავ, ჩახდილიო“ - რას ჰყვება დაკავებული დემონსტრანტი

ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული ბეა გაზდელიანი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. ის 7 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს იმ დროს, როცა სპეცრაზმის წინ ხელებგაშლილი იდგა და მეგობრის დაკავებას ამ ფორმით აპროტესტებდა. მას შსს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.


ბეა გაზდელიანი სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მოჰყვა, რომ შსს-ს ფორმიანმა შავნიღბიანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.


„დააკავეს ჩემი მეგობარი გიორგი ბრეგვაძე, რომელიც არაფერს აკეთებდა, იდგა თავისთვის და როცა დავინახე, როგორ დააკავეს და გაათრიეს, ასე არ დავტოვებდი ამას. დავრჩი და დავდექი იქ, სადაც ვიდექი.


შემათრიეს სადღაც მარშუტკაში, სადაც სიბნელე იყო, შემეშინდა და ვთხოვე გამოვეყვანე, გადამიყვანეს პატრულის მანქანაში და გადამიყვანეს განყოფილებაში.


მოხდა არასასიამოვნო ფაქტი, ვიდეოს მიღებდნენ შსს-ს თანამშრომლები, შსს ეწერათ და ნიღაბი ეკეთათ. მეუბნებოდნენ, ვიცით შენზე, რომ შენ სტრიპტიზს ცეკვავო, ჩახდილი- გახდილიო, არ ვიცი, მაგას რატომ მეუბნებოდნენ, გაოცებული ვიჯექი და არ ვიცოდი რა მექნა, საშინელება იყო ამ ყველაფრის მოსმენა, სავარაუდოდ, ჩემი წყობიდან გამოყვანა ან შანტაჟი უნდოდათ!, - თქვა ბეა გაზდელიანმა.


მისთვის გაუგებარია, რას ედავებიან, არც პოლიციელისთვის გაუწევია წინააღმდეგობა და არც ვინმესთვის მიუყენებია შეურაცხყოფა.


საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვა.


28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.


გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის არც ისინი, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus