„ქართული ოცნება“ გეგმავს დეკემბრის ბოლომდე აამოქმედოს კანონი, რომელიც საჯარო შეკრების მონაწილეებს სახის დაფარვას აუკრძალავს და ამბობს, რომ ასე შეძლებს ძალადობის აცილებას. უფლებადამცველები ამ იდეის უკან აქციის მონაწილეთა დასუსტების და მათზე ძალადობის გაძლიერების მცდელობას ხედავენ.