Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დაიღუპა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც აქციაზე მიდიოდა - GPI ჰოლდინგი

სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 7 დეკემბერს, გამთენიისას, ავტოავარიაში დაიღუპა მათი თანამშრომელი, რომელიც საპროტესტრო აქციაზე მიდიოდა*.


„ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.


ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება“.




როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე არ ავრცელებენ.


მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება დაღუპული ქალის შვილი, თამუნა კუბლაშვილი.


თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი საპროტესტო აქციაზე შვილის დასახმარებლად მიდიოდა და სწორედ ამ დროს მოყვა ავარიაში.


თამუნა კუბლაშვილი წერს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და დედა აქციაზე მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად მიდიოდა:


"ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული.


თუმცა ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყული ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია!


დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ


იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა!


ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!" - წერს დაღპული ქალის შვილი სოციალურ ქსელში.


ცხრა ღამეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.


მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.


„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.


6-7 დეკემბრის ღამეს, აქციის დაშლისას, სპეცრაზმის თანამშრომლებმა 48 პირი დააკეს. დემონსტრანტების დაკავებისას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებისას სპეცრაზმი მათ ფიზიკურად უსწორდება.


აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი აირი.


*სათაურსა და ტექსტში შეტანილია ცვლილება, მას შემდეგ, რაც GPI ჰოლდინგმა დაწერა, რომ ცვლის განცხადების ტექსტს დაღუპულის ოჯახის თხოვნით.


სათაურის პირველად ვერსიასა და ტექსტში, GPI ჰოლდინგის ტექსტის თანახმად, ეწერა, რომ ახალგაზრდა ქალი დაიღუპა მაშინ, როდესაც საპროტესტო აქციაზე შვილის დასახმარებლად მიდიოდა.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus