Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ

არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიები მორიგ მიმართვას ავრცელებენ და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ. ამის შესახებ მათ 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.


„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტი „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ სანქციების დაწესების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს:


„ნიღბების უკან მყოფ ადამიანებს ვეუბნები - თქვენ ვინმეს გგონიათ, რომ ეგ ნიღაბი დაგიცავთ? რომელიმე იმ პოლიციელს გგონიათ, რომ რამე დაგიცავთ? ყველანი პასუხის აგებთ, არა მხოლოდ რეჟიმის ლიდერები, არამედ ისინი, ვინც ნიღბების უკან იმალებით, ყველანი პასუხს აგებთ ამ სისასტიკეზე.


საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავ, გვიანდება სანქციები და გთხოვთ, კონკრეტულ ქმედებებზე გადახვიდეთ! მივესალმები საფრანგეთში პრეზიდენტის ვიზიტს და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დაჩქარდება ეს პროცესები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


7 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში გაემგზავრა. ინფორმაცია მისი გამგზავრების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცეა, თუმცა, დეტალები პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტისა და შეხვედრების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.




არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიები 7 დეკემბერს, 17 საათიდან გეგმავენ მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით:


„უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი. „ქართული ოცნების“ რეჟიმის დამარცხების გზა, საყოველთაო ერთიანობა, ერთსულოვნება და დიდი საყოველთაო დაუმორჩილებლობის ნიშნულამდე მისვლაა“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.


ცხრა ღამეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.


მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.


„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​


აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლდმდენი აირი.




 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus