Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

Bloomberg-ის წყაროების თანახმად, ნატოს ქვეყნებმა შეცვალეს უკრაინის დახმარების სტრატეგია

როგორც Bloomberg-ი იტყობინება ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ნატოს ქვეყნებმა შეცვალეს უკრაინის დახმარების სტრატეგია და ახლა ცდილობენ, ომში მისი გამარჯვება კი არ უზრუნველყონ, არამედ დაეხმარონ კიევს მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ყველაზე ხელსაყრელი პოზიციის დაკავებაში, ან რუსეთის შეტევის შეკავებაში. სააგენტოს თანახმად, იმ პირობებში, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები პოზიციებს კარგავენ, ნატო აორმაგებს იარაღის მიწოდებისკენ მიმართულ ძალისხმევას, ვინაიდან შიშობს, რომ შესაძლო დაზავებით შეიძლება გაიყინოს კონფლიქტი, უკრაინის ტერიტორიების ნაწილი კი რუსეთის მიერ ოკუპირებული დარჩება.


ამავე დროს დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა „დაიწყეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების სხვადასხვა ვარიანტის განხილვა“, უთხრეს Bloomberg-ს თანამოსაუბრეებმა. მათი თქმით, განიხილება უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც დაიცავს უკრაინას და ამავე დროს არ მოახდენს რუსეთის პროვოცირებას. ერთ-ერთ სცენარად განიხილება დემილიტარიზებული ზონის შექმნა, რომელსაც, სავარაუდოდ, ევროპის ქვეყნების ჯარები დაიცავენ და პატრულირებას გაუწევენ. ამის შესახებ ნატოს მაღალი რანგის დიპლომატი იტყობინება.




მოლაპარაკეების მონაწილეები აღიარებენ, რომ უკრაინაში ამჟამად შექმნილი ვითარება არამყარია, მოლაპარაკებები კი უახლოეს დროში უნდა დაიწყოს, თქვა კიდევ ერთმა დასავლელმა დიპლომატმა.


Bloomberg-ი შენიშნავს, რომ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე ცდილობს მთავარი ყურადღება მიაპყროს იარაღის მიწოდებას და არა მომავალი შესაძლო დაზავების პირობებს.


„უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და არა მარტო უბრალოდ დავეხმაროთ უკრაინას, გააგრძელოს ბრძოლა. საკმარისი დახმარება უნდა გავწიოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ ამ ომის ტრაექტორია,“ თქვა რიუტემ ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.


 ამავე დროს გენერალური მდივანი გამოვიდა მოწოდებით, ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რომ „იქ, სადაც ახლა ფრონტის ხაზი დასავლეთისკენ გადაადგილდება, უკრაინა ძალის პოზიციაზე აღმოჩნდეს“, როცა საქმე მოლაპარაკებებამდე მივა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus