Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

NCDC ამბობს, რომ მათ არ გაუვრცელებიათ განცხადება LinkedIn-ზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ფეისბუკის საშუალებით ეხმაურება 5 დეკემბერს სოციალურ ქსელ LinkedIn-ში NCDC-ის სახელით გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც წერია, რომ უწყება „სავსეა კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით“.

NCDC ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია არ არის NCDC-ს ოფიციალური განცხადება:

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, სხვადასხვა ინფორმაციის გასავრცელებლად, პლატფორმით - LinkedIn არასოდეს უსარგებლია. როდის და ვის მიერ მოხდა გვერდის გახსნა ან ადმინისტრირება - სამწუხაროდ, ამის შესახებ ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას.

ამასთან, LinkedIn-ის ადმინისტრაცია ინფორმირებულია მომხდართან დაკავშირებით და მას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ანგარიშის გაუქმების თხოვნით, უკვე მიმართა“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სახელით სოციალურ ქსელ Linkedin-ზე განცხადება 5 დეკემბერს, დილით გამოქვეყნდა:

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით, ოდეერებით, და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული", - წერია განცხადებაში, რომელიც კვლავ დევს სოციალურ ქსელში.

ამ განცხადების შესახებ bm.ge-ის მიერ დასმულ კითხვას NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე წერილობით გამოეხმაურა:

"რევოლუციონერების სისულელეებზე დრო არ მაქვს, გერმანიაში ვარ სერიოზულ პარტნიორებთან".

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე წყვეტს ევროინტეგრაციის პროცესს, და ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა, სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილმა, მათ შორის იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და მერიის თანამშრომლებმა საერთო განცხადებები გაავრცელეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus