Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით“ – NCDC-ის პოსტი Linkedin-ზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელ Linkedin-ზე აქვეყნებს განცხადებას და წერს, რომ უწყება „სავსეა კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით“.

განცხადება სოციალურ ქსელში 5 დეკემბერს, დილით გამოქვეყნდა.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით, ოდეერებით, და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული".

დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესსამსახური არ პასუხობს რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს.

ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოსტის შესახებ განცხადებას გაავრცელებენ.

ეს განცხადება აისახება ამავე ტექსტში.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე წყვეტს ევროინტეგრაციის პროცესს, და ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა, სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილმა, მათ შორის იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და მერიის თანამშრომლებმა საერთო განცხადებები გაავრცელეს.

2018 წლიდან რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს („ლუგარის ლაბორატორია“), რომელიც NCDC-ის შემადგენლობაში შედის, საქართველოს სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები დღემდე აქტიურად თანამშრომლობდნენ ქართულ მხარესთან საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო კვლევების მიმართულებებით.


"ლუგარის ლაბორატორიის" მშენებლობა 2004 წელს დაიწყო, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ზედამხედველობით;
მშენებლობასა და გამართვაზე 150 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
"ლუგარის ცენტრი" ექსპლუატაციაში 2013 წლიდან შევიდა და სრულად ექვემდებარება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს [NCDC].
2018 წლიდან ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხას ქართული მხარე იხდის. დანახარჯი, 2018 წლის მონაცემებით, წელიწადში 500 ათას დოლარზე მეტი იყო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus