Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„წაიღეს წიწაკის სპრეი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს, აირწინაღი“ - ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დამთავრდა

დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ატარებდნენ სამართალდამცავები ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში საგამოძიებო მოქმედებას.


ჩხრეკის დასრულების შემდეგ ნენსი ვოლანდმა თქვა, რომ მისთვის არ განუმარტავთ, რის საფუძველზე, რა საქმის ფარგლებში ჩაატარეს მის ბინაში ჩხრეკა. სამართალდამცავებმა ბინიდან რამდენიმე ნივთი წაიღეს:


„წაიღეს წიწაკის სპრეი, რომელიც თავდაცვის საშუალებაა და ნებისმიერ ქალს უნდა ჰქონდეს და აირწინაღი, რომელსაც ვიყენებ აქციებზე, როდესაც გაზს უშვებენ. წაიღეს ასევე ტელეფონი. ამ ყველაფერს ვუკავშირებ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან და დადიან აქციებზე, არ უნდათ, რომ არსებობდნენ, უნდათ, რომ გააჩუმონ და ეს საპროტესო მუხტი ჩაკლან და მიითვისოს ქვეყანა რუსეთმა".


4 დეკემბერს ჩხრეკა ჩატარდა „დაიტოვეს“ ერთ-ერთი ადმინის, ილია ღლონტის ბინაშიც.


ილია ღლონტის სახლში ჩატარებულ ჩხრეკის დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა მის ადვოკატს უთხრეს, რომ ჩხრეკა ჩატარდა საქმეზე, რომელზე გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული -  225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და 239-ე პრიმა - ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების მუხლით.


 




ფეისბუკჯგუფი „დაიტოვე“ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ე.წ. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების პარალელურად შეიქმნა. ჯგუფში ზიარდებოდა ინფორმაცია რეგიონებიდან ჩამოსული აქციის მონაწილეების საჭიროებების, მათთვის დედაქალაქში დასარჩენი სივრცის შესახებ.


დღეის მდგომარეობით ჯგუფი 236 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს.


ჯგუფის წესების თანახმად, რომლებიც წევრებისთვის საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ჯგუფში აკრძალულია ისეთი მოწოდებების გავრცელება რომელიც შეიცავს სამართალდარღვევის ნიშნებს ან მოუწოდებს მონაწილეებს სამართალდარღვევისკენ.


საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფეისბუკჯგუფმა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია მოაწყო და მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტა.


ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე პროევროპული აქციები იმართება, ჯგუფ „დაიტოვეში“ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია დემონსტრანტების საჭიროებების შესახებ.


4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახლის“ - ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინებში.


ამ დროისთვის (19:12) ჩხრეკა ტარდება ილიაუნის ასისტენტ-პროფესორის, საბა ჯაჯანიძის ბინაშიც.




 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus