Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ-ს საელჩოს ქარდები აღქმული იქნება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ე.წ. ქარდებს და ამბობს, რომ ისინი აღქმულია, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 4 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც საელჩოს მიერ გამოქვეყნებული "ქარდების" შესახებ დაუსვეს კითხვა.

„თავის დროზე ეს "ქარდები" იდებოდა არჩევნებში ჩასარევად, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის და ახლა უკვე "ქარდები" იდება იმისთვის, რომ სხვა პროცესებს შეეწყოს ხელი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს "ქარდები" იდება მიმდინარე სისტემური, უხეში ძალადობის ფონზე და, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მხრიდან ეს "ქარდებიც" აღქმული იქნება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი ამ "ქარდებში".

იმედი მაქვს, 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩი და მთლიანად აშშ-ის საელჩო გათავისუფლდება იმ გავლენებისგან, რაც არასწორი მიმართულებით წარმართავს საელჩოს საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2025 წლის 20 იანვარს აშშ-ში ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება და ის უკვე ოფიციალურად გახდება აშშ-ის პრეზიდენტი.

აშშ-ის საელჩო საქართველოში აგრძელებს ორსიტყვიანი გზავნილების კამპანიას. ბოლო სამი დღეა, აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ორ და სამსიტყვიანი გზავნილებით ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 30 ნოემბერს, მას შემდეგ შეაჩერა, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.

ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus