ზვიად მაისაშვილი - გამხდარი, ხუჭუჭთმიანი ახალგაზრდა, რომელსაც ერთი შავებში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელი ფერდებში წიხლს, მეორე ფეხის ქუსლს ჩაარტყამს სახეში და მესამე, დახმარების სათხოვნელად წამოწეულს, ისევ წიხლს დაუმატებს, პროევროპულ აქციებზე ნაცემი დემონსტრანტების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.