Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სტუდენტების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უარი უთხრა სტუდენტებს პროევროპული აქციების პარალელურად სწავლის დროებით შეწყვეტის მოთხოვნაზე.


"ჩვენი  უნივერსიტეტის 700 სტუდენტის გუშინდელი განცხადების შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ პასუხი, რომ სასწავლო პროცესი არ შეჩერდება. მეილის ტექსტში მხოლოდ ეს ეწერა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწავლის შეჩერების შეუძლებლობის შემთხვევაში, ვითხოვდით პროტესტში ჩართული სტუდენტებისთვის აკადემიური აქტივობების აღდგენის საშუალების მიცემას, რაზეც არანაირი კომენტარი არ მიგვიღია" - უთხრა რადიო თავისუფლებას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტმა. ახალგაზრდები ფიქრობენ რომ უნივერსიტეტის ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მათთვის პროტესტის უფლების შეზღუდვას. 




თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.


მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus