Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სუს-მა ბანკებისგან „ნანუკას ფონდის“ ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა - ნანუკა ჟორჟოლიანი

„მთავარი არხის“ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომერციული ბანკებიდან მისი საქველმოქმედო ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.


„ნანუკას ფონდი“ 2020 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია, - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში.


„ნანუკას ფონდი“ პრო-ევროპული აქციების მიმდინარეობისას აგროვებს თანხას სხვადასხმა მიზნით, მათ შორის, დემონსტრაციებისას თავდაცვითი აღჭურვილობის - რესპირატორების, სათვალეების, აირწინაღების, ასევე ტანისამოსის შესაძენად.


ფონდი თანხას აგროვებდა 2024 წლის გაზაფხულზე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციების დროსაც, მათ შორის დაკავებულთა ჯარიმების გადასახდელად.


 


„შემატყობინეს რომ სუსმა, ბანკებიდან ჩემი ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა. აქამდეც გელოდით და თუ ერთი ადგილი გაქვთ, რომ შეამოწმებთ, გამოდით და შემაქეთ“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.


ფონდს ანგარიშები აქვს „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“.


რადიო თავისუფლება ცდილობს ორივე მათგანთან ინფორმაციის გადამოწმებას.




ჟორჟოლიანმა პირველ დეკემბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია ფონდში შესული თანხების შესახებ. „გაბარებთ ბოლო ორი დღის ანგარიშს რომ იცოდეთ, ერთი დღე, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული“, - დაწერა მან. 


„29 ნოემბერი - 51, 980 ₾


1. 37880₾ - 1000რესპირატორი(15₾). 500 რესპირატორი (20₾). 400 სათვალე (7₾). 42 რესპირატორი (50₾). 228 რესპირატორი (35₾).(თანხა ჩაერიცხა ა.გ.)


2. 1000₾ -პატიმარ ანატოლ გიგაურის ოჯახის ფინანსური დახმარება (თანხა ჩაერიცხა მ.თ)


4. 13100₾ - 150 აირწინათი(15₾). 150 აირწინათი(10₾). 800აირწინაღი(8₾). 125 სათვალე და სახის ნიღაბი (თანხა ჩაერიცხა ა.გ)


30 ნოემბერი - 57, 919 ₾


1. 500₾ - 20 აირწინაღის შეძენა (25₾) (თანხა ჩაერიცხა ა.გ.)


2. 2352 ₾- 392 თბილი ქუდი (6₾) ( თანხა ჩაერიცხა ა.გ.)


3. 2482 ₾ - 446 თბილი ქუდი (6₾)( თანხა ჩაერიცხა ა.გ.)


4. 21980₾ - 2600 სათვალე( 7₾) 630 ჩაფხუტი (6₾) (თანხა ჩაერიცხა ლ.მ.)


5. 860₾ - 86 ჩაფხუტი (10₾) ( თანხა ჩაერიცხა ლ.ჩ.)


6. 10000₾ - 1000 ჩაფხუტი (10₾) (თანხა ჩაერიცხა ბ.ე.)


7. 2055₾ - 137 აირწინაღის შეძენა(15₾) (თანხა ჩაერიცხა გ.გ)


8. 17690₾ - 1400 სათვალე (8₾) 500 აირწინაღი (10₾) 490 რესპირატორიანი აირწინაღი (15₾) ( თანხა ჩაერიცხა გ.ლ.)“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus