Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე

30 ნოემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სათაურით - "საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე".


ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია:


„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხისთვის მიცემულ დაპირებას, რომელიც გაწერილია მათსავე კონსტიტუციაში, რომ ისინი უნდა უნდა მიისწრაფოდნენ ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისკენ. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებზე და საქართველო გახადა უფრო მოწყვლადი კრემლის პირისპირ.


საქართველოს ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას. აშშ გმობს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ შეკრებისა და გამოხატვის უფლებების, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლების გამოყენებას".


სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ უზრუნველყონ "პროტესტის მშვიდობიანობის შენარჩუნება".


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა სახის ანტიდემოკრატიული ქმედებით დაირღვა ძირითადი პრინციპები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ერთგულებას: დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციულ ძალისხმევის მიმართ.


შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა აღნიშნული მექანიზმი".




ვაშინგტონი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. აგრეთვე: "გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს“.


აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი მოეწერა 2009 წლის 9 იანვარს.


სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, 4 საკვანძო მიმართულებით თანამშრომლობის გასაღრმავებლად შეიქმნა



თავდაცვისა და უსაფრთხოების,
ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის,
დემოკრატიისა და კარგი მმართველობის,
ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფები.


ქარტიის საფუძველზე ასევე შეიქმნა სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი.




სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას წინ უძღოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული  თანამშრომლობის გადახედვა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სავიზო სანქციების დაწესება რამდენიმე ათეულ ქართველ მაღალჩინოსანსა და მათი ოჯახის წევრებზე, "რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში".


16 სექტემბერს, ფინანსური სანქციები დაუწესდა ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებას, მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ასევე - ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. ოთხივე დასანქცირებული პირი "გლობალურ მაგნიტსკის სიაში" დაამატეს. 


20 სექტემბერს, კი  „ამერიკის ხმამ“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ჰქონდა  შემუშავებული  და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავდა აშშ-ის პრეზიდენტის14024-ე განკარგულების საფუძველზე, რომელიც რუსეთის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ" გამოიყენება.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus