Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსთავი 2-ის ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა თამარ ნუცუბიძემ არხი დატოვა

ტელეკომპანია რუსთავი 2 ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა, თამარ ნუცუბიძემ დატოვა. ჟურნალისტმა ინფორმაცია ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.


თამარ ნუცუბიძეს მიაჩნია, რომ საქართველო ასე შორს ევროკავშირისგან არასდროს ყოფილა, რის გამოც მაყურებლის წინაშე პირად პასუხისმგებლობას გრძნობს.




„თითქმის ერთი წლის წინ, 14 დეკემბერს, ჩვენს ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ოცდახუთი წელია ჟურნალისტი ვარ. რა აღარ გამიშუქებია, კონფლიქტები, არჩევნები, მიტინგები, აქციები, მინისტერიალები და სამმიტები. ჩემს ცხოვრებაში ორ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, ბრუსელიდან მე მოგიყევით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება და კანდიდატის სტატუსი.


ამაზე საამაყო მე არაფერი მომიყოლია თქვენთვის! დღეს კი, არასდროს ისე შორს არ ვყოფილვართ ევროკავშირისგან როგორც ახლა! ათი წლის წინ, აქ ბრუსელში, სწორედ იმიტომ ჩამოვედი რომ, ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია გამეშუქებინა. გამომდინარე აქედან, თქვენი, მაყურებლის წინაშე ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას და ვტოვებ ტელეკომპანია რუსთავი 2. P.S. საქართველო მაინც გახდება ევროკავშირის წევრი", - დაწერა თამარ ნუცუბიძემ. 


დღეს რუსთავი ორი კიდე ორმა ჟურნალისტმა მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვეს. 


მარიამ ჯანელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროინტეგრაცია, და ბოლო ორი ღამის განმავლობაში პოლიციის ძალადობას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.




მესამე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მესამე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.


28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.


უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus