Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სირიიდან იუწყებიან, რომ მეამბოხეებმა ალეპოს შემოგარენში შეაღწიეს

სირიაში მეამბოხეებმა შეძლეს სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოს შემოგარენში შეღწევა, მას მერე, რაც პარასკევს ორი დანაღმული მანქანა ააფეთქეს, ალეპოს დასავლეთ არეალებში მიმდინარეობს შეტაკებები მთავრობის ძალებსა და მეამბოხეებს შორის - ამ ცნობას ავრცელებს ასოშიეიტედ პრესი (AP), სირიის ომის სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე და მებრძოლებზე დაყრდნობით.


ადგილობრივი მაცხოვრებლები შემოგარენში თავიანთ უბნებს ტოვებენ რაკეტებით თავდასხმებისა და სროლის გამო - იუწყებიან თვითმხილველები ალეპოდან.


მეამბოხეთა ალეპოზე წინსვლას წინ უსწრებდა მათ მიერ ოთხშაბათს განხორციელებული მოულოდნელი შეტევა - როცა ათასობით მებრძოლი შევიდა სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სოფლებსა და ქალაქებში.


ამ ვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა მღელვარება რეგიონში, რომელიც უკვე მოცულია ისრაელის ომებით ღაზასა და ლიბანში, და სხვა კონფლიქტებით, მათ შორის სირიის გადაუჭრელი სამოქალაქო ომით, რომელიც 2011 წელს დაიწყო.


ეს არის ალეპოზე ოპოზიციის ძალების პირველი შეტევა 2016 წლის მერე - როცა ისინი განდევნილ იქნენ ალეპოს აღმოსავლეთის არეალებიდან, მძიმე სამხედრო კამპანიით, რომლის დროსაც სირიის სამთავრობო ძალებს ზურგს უმაგრებდნენ რუსეთი, ირანი და მათთან დაკავშირებული ჯგუფები.


ამ ჯერზე არ იკვეთება ნიშნები მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა მთავრობის ძალების, ან მათი მოკავშირეების მხრიდან. ვრცელდება ცნობები სამთავრობო ძალების შემცირებაზე მეამბოხეთა წინსვლის ფონზე, მეამბოხეები სოციალური მედიით სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებენ.


სირიელი მეამბოხეების შეტევის ფონია ირანთან დაკავშირებული ჯგუფების, უწინარესად ლიბანის ჰეზბოლას ჩართულობა თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტში. ჰეზბოლა სირიის სამთავრობო ძალებს 2015 წლიდან უჭერდა მხარს. ოთხშაბათს ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჰეზბოლას ორთვიან ომში ისრაელთან - სირიის ოპოზიციის დანაყოფებმა ამავე დღეს გამოაცხადეს შეტევის დაწყების შესახებ.


ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ, ხოლო ევროკავშირს "შავ სიაში" შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს. ჰეზბოლა აკონტროლებს სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს.


ბოლო 70 დღის განმავლობაში ისრაელმა გააძლიერა თავდასხმები ჰეზბოლაზე და ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებზე სირიაში.


 




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus