Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"გაისროლეს ტყვია და თვალთან მომარტყეს", - იურისტი საბა ბრაჭველი აქციაზე დაშავდა

„ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმისგან გასროლილი რეზინის ტყვიით დაშავდა. ბრაჭველს დაზიანება აქვს თვალთან და სახის არეში. "ტვ პირველთან" საუბარში იგი იხსენებს, რომ სპეცრაზმთან 100 მეტრის მოშორებით იდგა, რა დროსაც რეზინის ტყვია გაისროლეს და მას მოხვდა.


"სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დახმარება გამიწია. ჩიტაძეზე დაიწყეს ფოტოების და ვიდეოების გადაღება. ცხადია, ვიცით ეს რას ნიშნავს, როდესაც ამას აკეთებენ პოლიციელები...


ავედით პარლამენტის მეორე მხარეს ინგროყვას ქუჩაზე. ვიყავი მინიმუმ 100 მეტრის მოშორებით სპეცრაზმთან, წყლის ჭავლი რომ გაუშვეს, გაისროლეს ერთი ცალი ტყვია და მომარტყეს თვალთან, არა თვალში, გადავრჩი - წარბი და ლოყა მაქვს დაზიანებული", - ჰყვება ბრაჭველი და ამატებს: "აბსოლუტურად არავის არ ეშინია ამ მოძალადეების, არალეგიტიმური მოძალადე წარმონაქმნის. დღეს გვესვრიან რეზინის ტყვიებს, ამას თუ შევეგუეთ, ხვალ უარესად იქნება მოვლენები".






რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. უფრო ადრე პოლიციამ გამოიყენა სავარაუდოდ წიწაკის სპრეიც.


საპოლიციო ძალების გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ იშლებიან.


საპოლიციო ძალების გამოყენებამდე იყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. ისროდნენ ბოთლებსა და საღებავებს.


მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus