Добавить новость

Власти Москвы рассказали о первых итогах работы трех цифровых станций метро

В самарском парке Победы мемориальный комплекс реконструируют к 9 мая

ЦАХАЛ запретил перемещения мирным жителям 60 деревень в Ливане

Похитивший двух подростков в Москве мужчина вымогал у них деньги



World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„დავაი, გარეთ!“ - დემონსტრანტების დევნა ეკლესიაში, აფთიაქსა თუ მაღაზიაში

28-29 ნოემბრის ღამით, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიცია და სპეცრაზმი მთელი ღამის განმავლობაში დასდევდა და ძალადობრივად უსწორდებოდა არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ მაშინაც, როცა ისინი თავს აფარებდნენ ახლომდებარე ეკლესიას, აფთიაქსა თუ მაღაზიებს.


ამ სტატიაში ვეცდებით აღვადგინოთ ის სურათი, რაც ქაშვეთის ტაძარში, რუსთაველზე მდებარე აფთიაქსა და სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში სპეცრაზმის მივარდნას მოჰყვა.


ქაშვეთში ჩაკეტილები - „გვეგონა დავიხრჩობოდით“

როცა შუაღამით, სპეცრაზმმა, რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტების დარბევა დაიწყო, ხალხის ნაწილი მთავარი გამზირის მიმდებარე ქუჩებში დაიფანტა.


ნაწილმა, პირველ გიმნაზიასთან ახლოს, ბარიკადები აღმართა და სანამ ისინიც არ დაშალეს და დაიჭირეს, პროტესტი იქ გრძელდებოდა. ხანგრძლივი პროტესტისგან დაღლილი და წყლის ჭავლით სველი ადამიანების ნაწილმა კი თავი იქვე, ქაშვეთის ეკლესიას შეაფარა. ფიქრობდნენ, რომ ტაძრის ეზოში, სპეცრაზმი მისვლას და გაზის გაშვებას მაინც მოერიდებოდა. თუმცა მალე ქაშვეთიც შავფორმიანების ალყაში აღმოჩნდა.


„აგვიხსნით, რატომ დაძრწის ქაშვეთის ეკლესიის ეზოში სპეცრაზმი? რატომ გარეკეს ხალხი ეზოდან, ჩაკეტეს ჭიშკარი და ტაძარში რატომ გვივარდებოდნენ?“, - წერდა იმ წუთებში სოციალურ ქსელში აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ქეთო ნინიძე, რომელმაც მეგობრებთან ერთად ქაშვეთის ეკლესიას შეაფარა თავი.


სანამ ეკლესიაში შევიდოდა, ქაშვეთის წინ, ქვეითების სავალ ნაწილზე იდგა შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტით ხელში: „იცით, 9 აპრილს რატომ ჩამოიყვანეს ვორონეჟიდან მილიციელები? თქვენ საით დგახართ ქართველო კაცებო?“




შავფორმიანების რიცხვი იზრდებოდა. ქეთო ნინიძე იხსენებს, რომ ისინი მის თვალწინ მიათრევდნენ ადამიანებს. მასაც უბიძგეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინა. ქეთო ნინიძე და მისი მეგობრებო ეკლესიაში შევიდნენ, რომელიც აქციის მონაწილეებით იყო სავსე.


ხალხი ეკლესიის კარს შიგნიდან აწვებოდა, რომ სპეცრაზმს არ გაეღო. სპეცრაზმი კი გარედან ცდილობდა კარის გაღებას. ხალხმა ეკლესიის კარს შიგნიდან გრძელი სკამიც მიადგა.


„შიგნით, ტაძარში საშინელი გაზის და წიწაკის სუნი იდგა, კინაღამ შიგნით გამოვიხრჩვეთ. ღამის პირველიდან. ალბათ, დილის ხუთამდე, იქ ვიყავით, გამოსვლის გვეშინოდა“, - იხსენებს ქეთო ნინიძე.


მერე ეკლესიაში ქაშვეთის მღვდელი მივიდა, რომელიც ხალხს ამშვიდებდა და ეუბნებოდა, აქ არ შემოვლენო. თან, სკამის თავის ადგილას დაბრუნებას მოითხოვდა.


ხალხს არწმუნებდა, სპეცრაზმი არაფერს გიზამთ, წადით სახლშიო და, როგორც ქეთო ნინიძე გვიყვება, გამთენიისკენ ხალხის ნაწილს თავად გამოჰყვა გარეთ, სპეცრაზმელებს უთხრა, სახლში უნდათ წასვლა და გაუშვითო.


„ნაწილი ასე გამოუშვეს“, - იხსენებს ქეთო ნინიძე.


მეგობარ გოგოსთან ერთად ქაშვეთს აფარებდა თავს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ლადო ჯახუა. რადიო თავისუფლებას უყვება, რომ როცა ისინი ეკლესიაში შევიდნენ, გარეთ სპეცრაზმი ხალხს უკვე აკავებდა. ტაძარი ხალხით იყო სავსე. გარეთ გასვლის ყველას ეშინოდა. ლადოც ქაშვეთის სასულიერო პირის მისვლას იხსენებს და ამბობს, როგორ მოუწოდებდა ის შეკრებილებს ტაძრის დატოვებას.




„მე შევეწინააღმდეგე და ვუთხარი, ეს ჩვენი სახლიც არის-მეთქი... რაღაც დროის შემდეგ ხალხის ნაწილი ეკლესიიდან გავიდა. ჩვენ დავრჩით. ჩემს მეგობარს ჩაეძინა. ამ დროს მოვიდა ეს მღვდელი და მეუბნება, ეს ის გოგო არ არის, ვინც ათრიეს და სცემესო? რა ეტყობა ამას ნათრევისო... აგდებით და დაცინვით მოგვმართავდა“...




დაახლოებით იმ დროს, როცა ქეთო, ლადო და სხვები ქაშვეთს აფარებდნენ თავს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა რომანაძე ლაივს რთავს, რომელშიც ჩანს, როგორ გარბიან შავფორმიანები ტაძრის კარისკენ და ცდილობენ იქიდან ადამიანების გარეთ გამოყრას.




ქაშვეთს თავშეფარებული სხვა დემონსტრანტები სოციალურ ქსელში წერდნენ, როგორ გამოყარა სპეცრაზმმა კეფაში რტყმით ბავშვები და ქალები:


„ქაშვეთის ღია კარში იდგა მამაო და ხმას არ იღებდა. ისტორია იწერება, ყველას ვიმახსოვრებთ“, - წერს ერთ-ერთი მათგანი.


„ვიფიქრე, ეს მომკლავს“ - დევნა აფთიაქში

აქციის მონაწილეები ვერც რუსთაველზე მდებარე აფთიაქში შესვლამ იხსნა სპეცრაზმის დევნისგან. მათი მონათხრობით, რომ არა ადგილზე მისული ჟურნალისტების გადამღები ჯგუფები, შესაძლოა, სპეცრაზმელებს ისინიც ეცემათ და დაეკავებინათ.


აფთიაქში გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორც მისდევს ათამდე სპეცრაზმელი რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც თავს სწორედ აფთიაქს აფარებენ. მათ შორის არის ანა ყურაშვილიც. კადრში სწორედ ის მოჩანს:


- გვიშველეთ! გევედრებით, - ჯერ მისი ხმა ისმის.


მერე კი სპეცრაზმელების ყვირილი:


- გავიდა, გავიდა!


„ცხოვრებაში ასე არასოდეს შემშინებია. ახლა რომ ვუყურებ ჩემს კადრებს, შეშლილი სახით ვარ“, - ამბობს ანა.


ვიდეოში ჩანს, აფთიაქიდან გასვლისას როგორ უღერებს სპეცრაზმელი მუშტს იქ მყოფებს და აგინებს. პასუხად ისმის: რუსებო, მონებო!


აქციის მონაწილეები თაროებს მიღმა იმალებიან, იატაკზე ჩუმად სხედან და თავდაცვას ცდილობენ.


კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც ამავე აფთიაქშია გადაღებული, ვხედავთ, როგორ უყვირიან აფთიაქის თანამშრომლები სპეცრაზმელებს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება და აქაურობა დატოვეთო. სპეცრაზმი კი იქ მყოფი ადამიანების გარეთ გათრევას ცდილობს.




ანა ყურაშვილი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ მთელი ღამის ნარბენმა, წყლის ჭავლისგან დასველებულმა და წიწაკის სპრეინაყლაპმა, რაღაც მომენტში იგრძნო, რომ სიარულს ვეღარ აგრძელებდა. არც გაჩერება შეეძლო, რადგან მის უკან სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს იჭერდა და ფიზიკურად უსწორდებოდა.


სწორედ ამ დროს დაინახეს, რომ ადამიანების ჯგუფი აფთიაქში შევიდა. ისინიც შეჰყვნენ.


„ზუსტად 2-3 წუთი, აფთიაქის თანამშრომლებმა დაგვმალეს, მაგრამ უცებ გაიღო კარი და სპეცრაზმელების ჯგუფი შემოვარდა ყვირილით: დავაი, გარეთ! გარეთ! გვიყვიროდნენ. მეგონა, რომ მართლა მოგვკლავდნენ. და მგონი, რომ არა მედია, რომელიც უცებ იქ გაჩნდა, ყველას ფიზიკურად გაგვისწორდებოდნენ ისევე სასტიკად, როგორც სხვებს უსწორდებოდნენ მთელი ღამის განმავლობაში. არასოდეს დამავიწყდება იმ სპეცრაზმელის სახე, ვისაც პირველად პირისპირ შევეჩეხე. ვიფიქრე, ეს ახლა მომკლავს“....




აფთიაქის ვიდეოკადრებში ჩანს კიდევ ერთი აქტივისტი, გელა ხასაია, რომელიც რამდენიმე ადამიანთან ერთად იატაკზე ზის და მეგობრებს ხელებს აფარებს.


„აფთიაქის თანამშრომლებმა გვირჩიეს, რომ ძირს დავმსხდარიყავით, რომ გარედან არ დავენახეთ, - იხსენებს გელა ჩვენთან საუბარში, - ძალიან ჩუმად ვიყავით, ხმას არ ვიღებდით. უცებ კარი გაიღო და გინებით და ყვირილით, თქვენი დედაც, აქ ხართ ყველანი? ამ ფრაზების ძახილით შემოცვივდნენ“.


ჯერ აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი გაიყვანეს გარეთ. გელა და მისი მეგობარი სალაროს მხარეს დაიმალნენ, თუმცა სპეცრაზმი იქაც შევიდა.


„დანებების უფლებასაც რომ არ გაძლევენ, ეგეთი სიტუაცია იყო. პირდაპირ ძალადობაზე გადადიოდნენ. ამბობდნენ, ახლა სად წახვალთ, ახლა ხომ ჩვენს ხელში ხართო. ჩემს წინ ნიკა რომანაძე იდგა, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყეს. მე სხვა სპეცრაზმელი მექაჩებოდა და მთხოვდა, დაყარე ყველაფერიო. რა უნდა დამეყარა, ერთი პატარა ჩანთა მქონდა. ამ დროს რომანაძე ძირს დააგდეს და წიხლებით უნდა ერტყათ. რაც მოვიფიქრე, მივედი და გადავეფარე, რომ იქნებ როგორმე დამეცვა“.




ამ დროს შევიდა აფთიაქში გადამღები ჯგუფები და სპეცრაზმმა იქაურობა დატოვა.


გელა ხასაია იხსენებს, რომ არაერთ აქციაზე ყოფილა, დაუკავებიათ კიდეც, უცემიათ, თუმცა მსგავსი არაფერი ახსენდება.


„თითქოს კედელს ველაპარაკებოდით. სახის მიმიკაც კი არ ეცვლებოდათ. ჩემი მეგობარი ამბობდა მერე, ცემის კი არ მეშინოდა, თვალებში რომ ვუყურებდი, მათი თვალების მეშინოდაო. მართლა ეგეთი ველური თვალებით გვიყურებდნენ. მე მგონია, რომ ესენი საერთოდ სხვა ადამიანები იყვნენ, რომლებიც აქამდე ჩვენს დარბევებზე არ გამოუყვანიათ“, - უთხრა გელა ხასაიამ რადიო თავისუფლებას.


„რუსული ომონი“, - წერდა ხალხი ამ ვიდეოს კომენტარებში. სპეცრაზმის ქცევამ მათ სწორედ რუსული მილიციის ქმედებები გაახსენა.




"ვეღარ გავრბოდით და თავი მაღაზიას შევაფარეთ"

სპეცრაზმი სურსათის მაღაზიაში შესულ ადამიანებსაც უკან მისდევდა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, კონსტანტინე კაკულიას სწორედ იქ წამოეწივნენ.


„მე და მეუღლემ, დარბევა რომ დაიწყო, ვეღარ ვირბინეთ. რესპუბლიკის მოედნიდან გამოვარდნენ დამალული სპეცრაზმელები და რუსთაველიდანაც წამოგვეწივნენ. თავი მაღაზიას შევაფარეთ, მაგრამ შემოვარდნენ. ერთმა მუშტი ყბაში გამარტყა ისეთი ძალით, რომ დავვარდი. ცოლი გადამეფარა და აღარ შემდგნენ. ამ ყველაფერს ჩემი ცოლისდა იღებდა და მოერიდნენ. ძალიან ბინძურად იგინებოდნენ. ძალიან აგრესიულები იყვნენ“, - ასე იხსენებს კონსტანტინე კაკულია მომხდარს.




ფეისბუკზე ამ ვიდეოს აქვეყნებს და წერს: „არ გვეშინია, ვიბრძოლებთ მაინც ბოლომდე“.


თბილისში, საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.




საპროტესტო აქციაზე 43 მონაწილე დააკავეს. დაშავდა და საქმიანობაში ხელი შეეშალა 20-მდე ჟურნალისტს.








 

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Покупка «Улыбки радуги» добавила акциям «Ленты» 6%

Выступление певицы из Великих Лук покажут на музыкальном телеканале 

Хранители памяти об Иване Папанине из Архангельска и поселка Борок Ярославской области укрепляют взаимодействие

Москва передала 350 гектаров под строительство промышленных и социальных объектов

Музыкальные новости

Новогодний хит! от MYAKESH Слушайте «Новогоднюю»!

Новогодний хит! от MYAKESH Слушайте «Новогоднюю»!

Футболисты "Спартака" встретятся с "Акроном" в 1/4 финала "пути регионов" Кубка России

Генерал-полковник Алексей Воробьев принял участие в пленарном заседании XXVI Всемирного русского народного собора

Новости России

Модель Власова заявила, что они с будущим мужем должны быть одной командой

Подведены итоги конкурса «Арт-проект: Моя Москва»

Покупка «Улыбки радуги» добавила акциям «Ленты» 6%

Крымская школьница победила во Всероссийском конкурсе сочинений

Экология в России и мире

Семинар «Как, кому и что рассказывать об инклюзивных проектах: основные принципы коммуникационной стратегии»

Что посмотреть в Майкопе за один день: маршрут по главным достопримечательностям

Как сделать кормушку для птиц своими руками: из чего ее можно сделать. 10 способов

«Это больно и для меня»: бросивший жену Тимур Родригез заявил, что тяжело переживает развод

Спорт в России и мире

Хачанов намерен вернуться в топ-10 рейтинга ATP в следующем году

Трофеи Северной Пальмиры. Бублик сыграет с Баутиста-Агутом, Мыскина и Давыденко поборются с Весниной и Бахрами

Кузнецова назвала Медведева одним из двух главных скандалистов ATP-тура

Стало известно место Рыбакиной в рейтинге лидеров WTA по призовым за сезон

Moscow.media

Восход Луны над Колчимским камнем

*Meta (*Facebook) проложит подводный интернет-кабель между материками

StarLine на Международном полимерном симпозиуме

Стало известно о планах Трампа об отмене налоговых льгот для электромобилей











Топ новостей на этот час

Rss.plus






Более 600 учащихся Подмосковья посетили всероссийский слет студотрядов

Покупка «Улыбки радуги» добавила акциям «Ленты» 6%

Скорректировали движение, или В Новой Москве осенью поменялись маршруты городского транспорта

Выступление певицы из Великих Лук покажут на музыкальном телеканале