Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

არაადამიანური მოპყრობა და მიზანმიმართული დევნა - სახალხო დამცველი აქციის დაშლაზე

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, რომელიც ეხება თბილისში 28-29 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლას. ომბუდსმენი შსს-ს წარმომადგენელთა ცალკეულ ქმედებას დანაშაულებრივს უწოდებს:


"შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები.


ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა.


გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე."


სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სისასტიკის ხარისხსა და მათი ტექნიკის სავარაუდო მიზანმიმართულ დაზიანებაზე, რაც ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველი ქმედებებია და მათ ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში.




სახალხო დამცველის განცხადებით, „სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით. აღნიშნული კი განპირობებულია რაზმის წევრების საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და სამხრე კამერებით აღჭურვის ვალდებულების არარსებობით, წინა აქციების დროს მოძალადე პირების დაუსჯელობითა და სხვა”.


ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნების აუცილებლობაზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს და ნების არსებობის შემთხვევაში, ამის უზრუნველყოფა არ უნდა საჭიროებდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას. ამ საკითხზე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაშიც.




ომბუდსმენის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული. კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო. გამოვლინდა 9 სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევა, საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს.


სახალხო დამცველის განცხადებით, ვიზუალური დაზიანებები აღენიშნებოდა 6 პირს. მაგალითად, ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი ჰქონდა გატეხილი, მეორე ჟურნალისტს მარცხენა თვალბუდის არე მთლიანად ჰქონდა ჩაწითლებული და სახე შეშუპებული, მესამეს კი - ცხვირის, ყვრიმალებისა და შუბლის არეში შეშუპებები და ნაკაწრები. იზოლატორში რწმუნებულის ყოფნის დროს შეყვანილ ერთ-ერთ დაკავებულს დასჭირდა კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა ქირურგიული ჩარევის მიზნით.




სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაკავებულების მონახულებას განაგრძობენ.


ომბუდსმენის აპარატმა ყველა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პირის შესახებ უკვე შეატყობინა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.


სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას, შემჭიდროებულ ვადებში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება და გამოავლინოს ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელთა მოქმედებამ, შესაძლო დავალებამ თუ მდუმარებით გამოხატულმა თანხმობამ გამოიწვია მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების უფლებების უხეში ხელყოფა. ომბუდსმენის განცხადებით, უკიდურესად აუცილებელია გამოძიება წარიმართოს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით(არასათანადო მოპყრობის სპეციალური მუხლებით), რომელიც ზუსტად ასახავს ღამის განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებს.


სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ შეაფერხოს გამოძიების პროცესი და ითანამშრომლოს გამოძიებასთან ყველა დამნაშავე პოლიციელის, სპეცრაზმელისა და სამინისტროს შესაბამისი ხელმძღვანელების იდენტიფიცირების მიზნით და გამოძიებას მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.




თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, კობახიძემ თქვა, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.


„ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მესამე დღეს.


28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.


აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს. დაშავებული დემონსტრანტების და მედიის წარმომადგენლების ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.


შსს-ს ინფორმაციით, „აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად“ დაშავდა შსს-ს 32 თანამშრომელი, რომელთა ნაწილს თავის, თვალის და სხეულის მძიმე დაზიანება აქვს და 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus