Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის დუმის მაღალჩინოსანმა „ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილება მოუწონა

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ „ღირსეულ და პატივისცემის გამომწვევ წინააღმდეგობად“ შეაფასა „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების საკითხის განხილვა.

დღეს, 29 ნოემბერს, სლუცკიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ თბილისი მოლაპარაკებას არ აწარმოებს „ევროშანტაჟისტებთან“.

დუმის მაღალჩინოსნის თანახმად, ქართველებმა უკრაინელების შეცდომა არ გაიმეორეს და არ დაუშვეს თავიანთი ქვეყნის „დასავლეთის მარიონეტად“ გადაქცევა.

სლუცკის განცხადებით, ამ ყველაფერში „მოსკოვის ხელი“ არ უნდა ეძებონ, ისევე, როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, რადგან რუსეთი საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში არ ერევა, მაგრამ „ემხრობა პრაგმატულ და პატიოსან მიდგომას ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებისას“. სლუცკის შეფასებით, როგორც ჩანს, დღეს თბილისსაც ასეთი პოზიცია აქვს, „მიმავალი სალომე ზურაბიშვილის“ გარდა.

28 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია მოჰყვა „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, კობახიძემ თქვა, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.

აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus