Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ომბუდსმენი: მივმართავთ საგამოძიებოს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტები

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას. მისი შეფასებით, პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა მოქალაქეებზე არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს.

სახალხო დამცველი თავის განცხადებაში წერს, რომ მიმართა და მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან "შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების ჩადენა".

სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, რასაც, მისივე სიტყვებით, მიმდინარე აქციაზეც ჰქონდა ადგილი:

"მნიშვნელოვანია ამ ფაქტზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოხდეს დროული რეაგირება".

"პირველადი შეფასებით 29 ნოემბრის 02:00 საათზე თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება.

ვრცელდება კადრები სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე.

სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ განმარტავდა, რომ აქციის ცალკეული მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

29 ნოემბერს პოლიციამ პარლამენტის მიმდებარედ გამართული საპროტესტო დემონსტრაცია დაშალა.

დაშავდა არაერთი ჟურნალისტი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტები და მათ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

დაშლას წინ უძღოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმესაათიანი დაძაბულობა და შიგადაშიგ დაპირისპირება ჭიჭინაძის ქუჩაზე.

სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

არიან დაშავებულები.

აქციის მონაწილეებმა ბარიკადები ააგეს, რომელიც პოლიციამ დაშალა.

პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს რამდენიმე ადამიანზე.

ასევე არიან დაკავებულებიც - ჯერჯერობით დაკავებულ მოქალაქეთა რაოდენობა უცნობია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus