Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკი აცხადებს, რომ "ორეშნიკის" გამოყენების მუქარით პუტინი ცდილობს ჩაშალოს ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ კიევში "გადაწყვეტილების ცენტრების" ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკით" დაბომბვის შესახებ ასტანიდან გაჟღერებული მუქარით, ვლადიმირ პუტინი ცდილობს ჩაშალოს ომის დასრულებისკენ მიმართული დონალდ ტრამპის ძალისხმევა.

"მას არ სჭირდება ამ ომის დასრულება. უფრო მეტიც, პუტინს სურს ხელი შეუშალოს სხვებს ამ ომის დასრულებაში. "ორეშნიკის" ჟღარუნით პუტინს ესკალაცია სურს... რათა პრეზიდენტმა ტრამპს ხელი მოეცაროს და ინაუგურაციის შემდეგ ვერ შეძლოს ომის დასრულება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათის საღამოს ვიდეომიმართვაში.


28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უახლესი რუსული ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკის" დარტყმის სამიზნე შესაძლოა გახდეს კიევში მდებარე "გადაწყვეტილების მიღების ცენტრები".



ასტანაში, მოსკოვის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს რაკეტების "საბრძოლო გამოცდას" ბრიანსკისა და კურსკის ოლქების ტერიტორიაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შორსმსროლელი რაკეტებით განხორციელებული დარტყმების პასუხად.




პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს უკვე აქვს მზადყოფნაში "ორეშნიკის" ტიპის რამდენიმე რაკეტა. მთლიანობაში კი რუსეთი, პუტინის თქმით, 10-ჯერ მეტ რაკეტას აწარმოებს, ვიდრე ნატოს ქვეყნები.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus