Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

TikTok-ის გენერალური დირექტორი ევროპარლამენტში დაიბარეს რუმინეთში არჩევნების შემდეგ

TikTok-ის გენერალური დირექტორი ევროპის პარლამენტში დაიბარეს, რათა პასუხი გაეცა თავისი პლატფორმის როლზე რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ევროკავშირის და ნატოს წევრი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა პოპულარულმა ტიკტოკერმა და ულტრამემარჯვენე პოპულისტმა, 62 წლის კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც არის პრორუსი და ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსი.

Politico იტყობინება, რომ მკვლევრები ლაპარაკობენ ათასობით ყალბ ანგარიშზე ფარული აქტიურობის შესახებ არჩევნების წინ.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მარჩელ ჩოლაკუმ, რომელიც ასევე მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ მეორე ტურში ვერ გავიდა, განაცხადა, რომ აუცილებელია შემოწმდეს TikTok-ში ჯორჯესკუს კამპანიის დაფინანსება.

როგორც Politico აღნიშნავს, ჯორჯესკუს არ ჰქონია პარტიული მხარდაჭერა და გამოკითხვებიდან არ ჩანდა მისი პოპულარობა. ახლა მკვლევრები იკვლევენ TikTok-ზე მსხვილ კამპანიას, რომელიც მან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაატარა.

ექსპერტების თანახმად, TikTok-ს უნდა შეემჩნია „ათასობით ყალბი ანგარიშის ტალღა“. „მოვუწოდებთ TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს, გამოვიდეს და დაგვიდასტუროს, რომ მისი პლატფორმა არ არღვევს ციფრული მომსახურების კანონს “, - თქვა ევროპარლამენტარმა ვალერი ჰაიერმა.

TikTok-მა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე რუმინეთის არჩევნებში თავის შესაძლო როლზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც TikTok-ს, რომელიც ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის, ევროკავშირი აკრიტიკებს. 2023 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პლატფორმას უწოდა "მოტყუებით უდანაშაულო" და მომხმარებელთა შორის "ნამდვილი დამოკიდებულების" მიზეზი.

ევროკავშირს ჯერ არ დაუწესებია სერიოზული ჯარიმა ან სანქცია TikTok-ისთვის.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რუმინეთში 8 დეკემბერს გაიმართება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus