Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის დაჯგუფება „სამხრეთის“ სარდლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გენერალი ალექსანდრ სანჩიკი

გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ სანჩიკი დაინიშნა რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება „სამხრეთის“ სარდლის მოვალეობის შემსრულებლად. ამის შესახებ RBC-ს განუცხადა წყარომ, რომელიც იცნობს კანდიდატებთან კონსულტაციების მიმდინარეობას. ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომაც დაადასტურა, აღნიშნავს გამოცემა.


2020 წლიდან სანჩიკს ეკავა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 35-ე გაერთიანებული არმიის მეთაურის თანამდებობა, ხოლო მიმდინარე წლის 15 მაისს იგი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრო როგორც აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, აღნიშნავს RBC.


პუბლიკაცია „მოჟემ ობიასნიტ“ სანჩიკის შესახებ რამდენიმე დეტალს იტყობინება. კერძოდ, გამოცემა წერს, რომ გენერალ-ლეიტენანტი ომის მომხრე ბლოგერებმა უკრაინის ომის დროს არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს. 2022 წლის ივნისში ბლოგერებმა დაწერეს, რომ 35-ე არმიამ იზიუმში მძიმე დანაკარგები განიცადა: ჯარისკაცები ბრძოლაში გაგზავნეს აღჭურვილობის, საკომუნიკაციო საშუალებებისა ან სანგრების სათხრელი ნიჩბების გარეშეც კი.


გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალ-პოლკოვნიკი გენადი ანაშკინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს დაჯგუფება „სამხრეთის“ სარდლის თანამდებობიდან. RBC-მ ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ინფორმაცია 23 ნოემბერს რუსეთის ომის მომხრე ტელეგრამის არხებმაც გაავრცელეს. RBC-ს წყარომ ეს გადაწყვეტილება „გეგმურ როტაციას“ დაუკავშირა და აღნიშნა, რომ არ არსებობს პრეტენზია თავად ანაშკინის მიმართ, „რომელსაც დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვს“.


ომის მომხრე ბლოგერი იური პოდოლიაკა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იტყობინებოდა გადადგომის შესახებ, წერდა, რომ გენადი ანაშკინმა პოსტი დაკარგა „რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობისა და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სისტემატურად მოტყუების გამო“. პოდოლიაკა ამასთან იმოწმებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაჯგუფების სარდლობა იტყობინებოდა არარსებული გამარჯვებების შესახებ, განსაკუთრებით სევერსკის მიმართულებით.


რუსეთის არმიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus