ისრაელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 25 ნოემბრის მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჰეზბოლასთან “წინ მიდის.” მაგრამ, დენი დანონი დაჟინებით აცხადებს, რომ ისრაელი შეინარჩუნებს შესაძლებლობას დაარტყას სამხრეთ ლიბანს ნებისმიერი ხელშეკრულების ჩარჩოებში.
დანონმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ განაცხადა, რომ ისრაელის კაბინეტი 25 ან 26 ნოემბერს იმსჯელებდა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
აშშ-ის თეთრი სახლის წარმომადგენელმა უშიშროების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ “ახლოს ვართ”, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტასთან.
ისრაელი ლიბანში ებრძვის ჰეზბოლას ჯარს, რომელიც აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი. ჰეზბოლას შეიარაღებული ფრთა ევროპის ქვეყნებშიც ტერორისტულადაა მიჩნეული. დაჯგუფების პოლიტიკურ ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის დეპუტატები არიან.
ისრაელი და ჰეზბოლა სისტემატურად უშენდნენ ერთმანეთს ცეცხლის ისრაელის ლიბანში შეჭრამდე, შარშან ოქტომბერში ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული დაჯგუფება) თავდასხმის შემდეგ.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელიც 25 ნოემბერს გავრცელდა, შარშან ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმებს ლიბანში სულ მცირე, 3768 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი 15699-ია.