Добавить новость

WSJ: Китай стал изучать опыт России по противодействию западным санкциям

Сергей Собянин объявил о начале приема заявок на архитектурную премию Москвы

Вешенка, дрожалка, булгария: какие грибы можно встретить в Москве зимой

В Севастополе женщину госпитализировали после падения лифта в многоэтажке

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მდინარაძის მადლობის შემდეგ „ოცნების“ წევრები ივანიშვილს ფეხზე წამოუდგნენ

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტში მყოფი დეპუტატები მას ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

მე-11 მოწვევის პარლამენტმა, - რომელმაც პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, რომლითაც ის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს - პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.

ამის შემდეგ სხდომათა დარბაზში ვრცელი სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძემ სიტყვის ბოლოს მადლობა გადაუხადა პარტიის დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რასაც დარბაზში ტაში მოჰყვა. სხდომას მთავრობის წევრები და „ოცნების“ წევრები ესწრებიან - ოპოზიციური პარტიები შეკრებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ასე თამამად, ამაყად ვთქვათ, რომ ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით... პირიქით, როცა ისინი [ოპონენტები] ამბობდნენ, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ, თუ ევროპა გვეტყვისო, ჩვენ გვაქვს მყარი საშუალება, რომ ორ ფეხზეც ვიდგეთ და ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს „მუდმივად უმრავლესობაში ყოფნას“, თუმცა „სანამ არ იქნება ეროვნული ძალები ოპოზიციაში, მანამდე იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში“.

„და მანამდე „ქართულ ოცნების“ ასრულებაზე ვიზრუნებთ - რაც შეიძლება ჩქარა და მალე გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად“, - განაცხადა მან.

„ასე რომ, თქვენ პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ასე თამამად და ამაყად ვლაპარაკობთ. მადლობა ყველას. მედიას. გულწრფელი“, - მიმართა მან ივანიშვილს გამოსვლის ბოლოს. ამის შემდეგ დარბაზში მსხდომები ფეხზე წამოდგნენ და ტაში დაუკრეს.

მდინარაძის გამოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა პარლამენტის უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემაც, - რომელიც სხდომას უძღვება:

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ უდიდეს პატივისცემას იმ დიდი კაცის მიმართ, რომელმაც ყველაფერ ამას დაუდო სათავე. ეს გრძელდება და მიზანი მიღწეული იქნება ისეთი, როგორსაც იმსახურებს საქართველოს ხელთუქმნელი წარსული და მომავალი თაობა. დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა, ყველას სახელით“, - განაცხადა მან.

აპლოდისმენტები ამ ნათქვამსაც მოჰყვა.

მანამდე მცირე ხნით ადრე, დამსწრე დეპუტატებმა, - „ქართული ოცნების“ წევრებმა, - პარლამენტის წევრის ფიცი დადეს.

ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, - განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს. იგი სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ტარდება.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Фигурант дела о бронежилетах для армии пошел на сделку со следствием

Баскетболисты МБА-МАИ обыграли «Автодор» в матче Единой лиги ВТБ

Заболеваемость микоплазменной пневмонией начала расти в России

В Севастополе женщину госпитализировали после падения лифта в многоэтажке

Музыкальные новости

Водитель Mitsubishi насмерть сбил женщину на севере Москвы

Онкологи Пензенской области напоминают о важности профилактических медосмотров

Матвиенко отметила успехи Карелии в реализации различных проектов

Продвижение Песни в Мою Волну музыкального стриминга Яндекс Музыка.

Новости России

Бобры оставили без света ряд населенных пунктов под Петербургом

Орловские учащиеся съездили на слет студенческих отрядов

WSJ: Китай стал изучать опыт России по противодействию западным санкциям

Авиарейсы из Москвы на Кубу станут дольше на 5 часов

Экология в России и мире

Новогодний хит! от MYAKESH Слушайте «Новогоднюю»!

Как Майли Сайрус нашла баланс между жизнью и карьерой?

Волшебная новогодняя ночь для гостей Marins Park Hotel Нижний Новгород

Секреты мотивации: как превратить рутину в увлекательный процесс

Спорт в России и мире

WTA выразила поддержку Швентек после отстранения за допинг

Трофеи Северной Пальмиры. Бублик сыграет с Баутиста-Агутом, Мыскина и Давыденко поборются с Весниной и Бахрами

Серена Уильямс: «Хочу пробежать полумарафон. Мне просто необходимо в чем-то соревноваться. Я безумно скучаю по теннису»

Кафельников назвал позором допинговые скандалы ведущих теннисистов

Moscow.media

Восход Луны над Колчимским камнем

В Орле пешеход попал под колеса автобуса, перебегая дорогу в неположенном месте

На Мытищинской хорде в Подмосковье построили 800-метровый путепровод

Интересные каналы в Telegram. Лучшие каналы в Telegram.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Баскетболисты МБА-МАИ обыграли «Автодор» в матче Единой лиги ВТБ

Бобры оставили без света ряд населенных пунктов под Петербургом

Цены на квартиры в России растут медленнее инфляции

В Севастополе женщину госпитализировали после падения лифта в многоэтажке