Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მიწვევის მიუხედავად, პარლამენტის სადავო სხდომას არ ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა

საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, - რომელიც პრეზიდენტისა და ოპოზიციის დეპუტატების საკონსტიტუციო სარჩელების გათვალისწინებით, სადავოა, - არ ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთი მოსამართლე.

სხდომაზე, სხვადასხვა საკონსტიტუციო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეული იყო.

თუმცა, სასამართლოს პრესცენტრის ცნობითვე, მერაბ ტურავა იმყოფება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით ორი სარჩელია შესული.

„ამ სარჩელებზე მიმდინარეობს მუშაობა და ფიზიკურად ვერ შეძლებდა დასწრებას“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას პრესცენტრში.

მე-11 მოწვევის პარლამენტმა, - რომელმაც პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს - პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.

საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი.

პრეზიდენტი დავობს ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევას. სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, სასამართლოს საქმის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ როდესაც არჩევნების შედეგები და, შესაბამისად, ყველა პარლამენტარის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, მათი უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.

ამგვარ მოსაზრებას „ქართული ოცნება“ არ იზიარებს. პარტიაში აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის სარჩელი „სულელურია“ და დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას ვერაფერი შეაფერხებდა.

არჩევნების შედეგების გაუქმებას საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს ოპოზიციაც.

ორივე სარჩელს სასამართლოს პლენუმი ანუ სრული შემადგენლობა განიხილავს.

პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებიან დიპლომატები - „ქართულ ოცნებას“ ისინი არ მიუწვევია პარლამენტში.

საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus