Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჟან-ნოელ ბარო: უკრაინის მხარდაჭერის საკითხში "წითელი ხაზები არ უნდა არსებობდეს"

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცნობილია უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერით, აცხადებს, რომ არ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება. ამის შესახებ ჟან-ნოელ ბარომ რადიოსადგურ "ბიბისის" განუცხადა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, უკრაინას, რომელიც აგრესორისგან თავდაცვით ომს აწარმოებს, შეუძლია ფრანგული შორსმსროლელი რაკეტების გასროლა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მაგრამ არ დაადასტურა, გამოიყენა თუ არა უკვე უკრაინამ ფრანგული იარაღი.


ერთი თვის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კიევში, სადაც განაცხადა, რომ პარიზი ღიაა უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ მიწვევის იდეისთვის.






კითხვაზე, შეიძლება თუ არა ფრანგი სამხედროების გაგზავნა უკრაინაში, ჟან-ნოელ ბარომ უპასუხა, რომ გამორიცხული არც ერთი ვარიანტი არ არის. იგივე განაცხადა მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც.


ადრე მაკრონი და მისი მთავრობის წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის მიერ ოდესის ან კიევის დაპყრობის საფრთხის შემთხვევაში.




 


ამავე დროს საფრანგეთის წარმომადგენლები იმასაც ამბობდნენ, რომ ლაპარაკი არ იქნება საფრანგეთის ჯარების უშუალო მონაწილეობაზე ბრძოლებში მოწინავე ხაზზე.


ამავე დროს, ნატოს რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გამორიცხეს თავიანთი ჯარების გაგზავნა უკრაინაში, ყოველ შემთხვევაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus