Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ორბანმა უნგრეთში მიიწვია ნეთანიაჰუ დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის მიუხედავად

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავისი ისრაელელი კოლეგა მიიწვია უნგრეთში, რითაც უგულებელყო ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი.


22 ნოემბერს უნგრეთის ტელევიზიით ყოველკვირეულ ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ ICC-ს გადაწყვეტილება ორდერის გაცემის შესახებ, რომლის საფუძველი ნეთანიაჰუსთვის ღაზის ომის დროს ჩადენილ „კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულში“ ბრალდებაა, „აღმაშფოთებლად თავხედური და ცინიკურია“.


ICC-მ ორდენი გასცა ასევე ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოათ გალანტის და ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი) სამხედრო ლიდერის მუჰამედ დეიფის მიმართ. ისრაელი ამტკიცებს, რომ დეიფი მოკლა, მაგრამ ჰამასი ამას არ აღიარებს. ორდერი გაცემულია ჰამასის სხვა ორ მეთაურზეც, რომლებიც მოკლულ იქნენ ღაზის ომის პერიოდში.


ICC-მ განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ და გალანტი ეჭვმიტანილი არიან “შიმშილის როგორც ომის წარმოების მეთოდის” გამოყენებაში ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვის გზით და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში ღაზაში ისრაელის ომის დროს. ისრაელის ოფიციალური პირები ბრალდება არ აღიარებენ.


ორბანმა განაცხადა, რომ ICC-მ ნეთანიაჰუს მიმართ ბრალდების წაყენება „მიმდინარე კონფლიქტში ჩარევის შენიღბული იურიდიული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მას სინამდვილეში პოლიტიკურ მიზნები აქვს“. „მოგვიანებით, დღეს მე მოვიწვევ ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში. და მე მას გარანტიას ვაძლევ, რომ თუ ჩამოვა, ICC-ის გადაწყვეტილებას უნგრეთში ძალა არ ექნება და ჩვენ მის პირობებს არ შევასრულებთ,“ - თქვა ურბანმა და დასძინა, რომ „სხვა არჩევანი არ გვაქვს, ამ გადაწყვეტილებას წინ უნდა აღვუდგეთ“.




უნგრეთი, როგორც ევროპის კავშირის ყველა წევრი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშეკრულებას - რომის სტატუტს, აღიარებს ისევე როგორც მსოფლიოს 134 სახელმწიფო.


მათ რიგებში არ არიან აშშ, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი , რომლებმაც ან საერთოდ არ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, ან მოაწერეს და არ დაამტკიცეს, ან მოაწერეს და შემდეგ ხელმოწერა უკან წაიღეს.






 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus