"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრისას თქვა, რომ ეცდებიან "სერიოზული ხარვეზი" აღმოფხვრან და ის დაასახელონ, ვინც "გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს". ამის შესახებ მან 22 ნოემბერს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.