Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აქციაზე დაკავებულ 20 წლის მათე დევიძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ 20 წლის მათე დევიძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.


გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოიტანა.


მანამდე რამდენიმე საათით ადრე, მათე დევიძეს პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.


ბრალის დადგენილება მას გამომძიებელმა 22 ნოემბერს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში გააცნო.




პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:


„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.


ბრალის წარდგენის ღონისძიებას დაესწრნენ დაკავებული ახალგაზრდის ადვოკატებიც, თუმცა ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე მათე დევიძის ოჯახს არ სურს ჟურნალისტებთან ურთიერთობა.




21 ნოემბერს, საღამოს, მელიქიშვილის გამზირზე გაიმართა მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია "თავისუფლება მათეს".


მათე დევიძე ერთ-ერთია იმ 16 ადამიანს შორის, რომლებიც სამართალდამცავებმა დააკავეს 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას.


ისევე როგორც სხვა დაკავებულებს, სამართალდამცავები მასაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებოდნენ.


თუმცა 21 ნოემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დაწყებული საქმის წარმოება გამოძიებამ სისხლის სამართლის დანაშაულად გადააკვალიფიცირა.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus