Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რობერტ ფიცო და ალექსანდარ ვუჩიჩი ერთად ჩავლენ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად

21 ნოემბერს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ის სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად დაესწრება 2025 წლის მაისში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს მოსკოვში.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად წავალთ მოსკოვში, რადგან ერთნაირად ვცემთ პატივს იმ ქვეყნებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენი ქვეყნების განთავისუფლებაში მეორე მსოფლიო ომის ბოლოს", - განაცხადა ფიცომ ბელგრადში, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, რობერტ ფიცო და ალექსანდარ ვუჩიჩი ერთმანეთს 21 ნოემბერს ბელგრადში შეხვდნენ. ფიცომ "ესკალაციისკენ" მიმართული ნაბიჯი უწოდა კიევისათვის აშშ-ის შორი მოქმედების რაკეტების, ATACMS-ის გამოყენების ნებართვის მიცემას.

ეს ნაბიჯი გააკრიტიკა ალექსანდარ ვუჩიჩმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ არ გაჰკვირვებია 21 ნოემბერს რუსეთის მიერ საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან მიღებული ნებისმიერი იარაღიდან გაუხსნით ცეცხლს რუსეთის ფედერაციას და პუტინი პასუხს არ დაგიბრუნებთ, მაშინ ან მას არ იცნობთ, ან არანორმალური ხართ", - თქვა სერბეთის პრეზიდენტმა.


21 ნოემბერს რუსეთმა უკრაინაზე შეტევისთვის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა.
ამ კლასის რაკეტების აღჭურვა შესაძლებელია ბირთვული საბრძოლო ნაწილებითაც და განკუთვნილია შორ მანძილზე მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმისთვის.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ასტრახანის ოლქიდან გაშვებული იყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, ტამბოვის ოლქიდან, გამანადგურებელ მიგ-31კ-დან - აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“ და ვოლგოგრადის ოლქიდან, ტუ-95მს ტიპის ბომბდამშენებიდან - შვიდი ფრთოსანი რაკეტა Х-101.
ოფიციალური მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ექვსი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus