Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გენერალი ზალუჟნი აცხადებს, რომ 2024 წელს მესამე მსოფლიო ომი დაიწყო

უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ავტოკრატიული მოკავშირეების პირდაპირი ჩართვის შემდეგ, მესამე მსოფლიო ომი შეიძლება დაწყებულად ჩაითვალოს.


ამის შესახებ გენერალმა ზალუჟნიმ ყოველწლიური პრემიის "უპ100" ლაურეტთა დაჯილოდების ცერემონიაზე განაცხადა.


"იმიტომ, რომ 2024 წელს უკრაინის წინაშე აღარ დგას მხოლოდ რუსეთი. უკრაინის წინაშე დგანან ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები. მოდით ვიყოთ გულწრფელები. უკვე უკრაინაში ირანული "შაჰიდები" საკმაოდ ღიად, უყოყმანოდ კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. უკვე სწორედ ჩრდილოეთ კორეის წარმოების რაკეტები მიფრინავენ უკრაინაში, რასაც ღიად აცხადებენ. უკრაინაში ჩინური ნაღმები ფეთქდებიან, რუსულ რაკეტებში კი ჩინურ დეტალებს იყენებენ“, - მოჰყავს გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ გენერალ ზალუჟნის სიტყვები.


ზალუჟნის 2021 წლიდან ეკავა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობა. 2024 წლის თებერვლის დასაწყისში მთავარსარდლის პოსტზე ის ჩაანაცვლა ოლექსანდრ სირსკიმ, რომელიც მანამდე უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი იყო.


2024 წლის 9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.




გენერალი ზალუჟნი ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩად მუშაობს. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus