Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ უკრაინას გადასცემს კიდევ 275 მილიონი დოლარის იარაღს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინა მიიღებს კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ 20 ნოემბერს განაცხადეს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.


სამხედრო დახმარების ახალ პაკეტშია მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის საბრძოლო მასალები, 155 და 105-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის საჭირო ელექტრომოწყობილობები, საბრძოლო მასალები ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისთვის TOW,  ტანკსაწინააღმდეგო სისტემები Javelin და AT-4, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვა საბრძოლო საშუალებები.




დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს არჩეული პრეზიდენტის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დახარჯოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად უკვე გამოყოფილი შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი. ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება. 


პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 60,7 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.


პრეზიდენტად არჩევამდე დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებდა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევისთვის.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus