Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნიკო მანაგაძე „იმედის“ ჟურნალისტის საქმიანობაში სავარაუდო ხელის შეშლის ფაქტზე გამოკითხვაზე დაიბარეს

სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელი ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა.

მისი თქმით, საჩივარი ჟურნალისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელის შეშლის ფაქტზე ტელეკომპანია „იმედმა“ დაწერა.

ნიკო მანაგაძე იხსენებს 19 ნოემბერს მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან გასაუბრების დეტალებს:

„იმედის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ვკითხე, გმობდნენ თუ არა მათ კოლეგაზე (“მთავარი არხის” ოპერატორზე) პოლიციის მხრიდან ძალადობას, კამერის დამტვრევას და მის უკანონოდ დაკავებას. და უთხრეს თუ არა ამის შესახებ თავიანთ მაყურებელს, გაუშვეს თუ არა ამის ამსახველი კადრები ეთერში.. (ტელევიზია, რომელიც მუდმივად 7 ნოემბერზე და თავიანთი ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე აპელირებს წინა ხელისუფლების კონტექსტში).

და ტრაგიკომიკური ისაა, რომ იმ “პოლიციელებზე” კი არ აღძრეს საქმე, რომლებმაც (რბილად რომ ვთქვათ) მართლა ხელი შეუშალეს მედიის წარმომადგენელს ბრუტალური მეთოდებით მუშაობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დაულეწეს და დააკავეს, მე გამომაცხადეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შემშლელად ამაზე კითხვა რომ დავუსვი პირდაპირ ეთერში მათ “კოლეგებს”.

20 ნოემბერს რადიო თავისუფლებას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ უწყება იძიებს 18-19 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციებზე ჟურნალისტებზე შესაძლო ძალადობის შემთხვევებს.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით.

რადიო თავისუფლებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ძალადობის შემთხვევებზე „იმედის“, „მთავარი არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა მიმართეს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას“, - აცხადებენ უწყებაში.

19 ნოემბერს ხუთმა ონლაინგამოცემამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ჟურნალისტებზე ძალადობაა დაგმობილი. ამ განცხადებაში ლაპარაკია „მთავარი არხის“ ოპერატორ სერგი ბარამიძეზე, OC Media-ს ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეზე, „ნეტგაზეთის“ კორესპონდენტ გივი ავალიანსა და „პუბლიკის“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეზე.

„მსგავსი შემთხვევები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში პრესის თავისუფლებას და არღვევს ჟურნალისტის ხელშეუხებლობის უფლებას“, - წერია On.ge-ის, „პუბლიკის“, „ტაბულის“, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ერთობლივ განცხადებაში.

ნიკო მანაგაძე რამდენიმე თვეა დაზარალებულის სტატუსს ატარებს. 7 ივნისს მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ რამდენიმე ახალგაზრდა დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, ჰქონდა სხეულის არაერთი დაზიანება, მათ შორის - ტვინის შერყევა.

თავდასხმის ფაქტი დააფიქსირეს თვითმხილველებმა. გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც კარგად ჩანან თავდამსხმელები, თუმცა გამოძიების დაწყებიდან 5 თვის თავზე, ნიკო მანაგაძის ცემის ფაქტზე არცერთი პირი არ არის გამოვლენილი.

19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ვაკეში მიმდინარე აქცია დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროს 16 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus