Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გიორგი კალანდარიშვილის სიტყვებით, აქამდე მას არ უნახავს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. იგი 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება.

“დღეს არის არჩევნებიდან 26-ე დღე და აქამდე არ გვინახავს არცერთი ხელშესახები გარემოება, რომელიც იტყოდა, რომ არჩევნებზე იყო სისტემური დარღვევები, რასაც შედეგებზე შეეძლო გავლენის მოხდენა. ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა, საარჩევნო დავებმა გაიარა სხვადასხვა ინსტანციაც და დადასტურდა, რომ არანაირი ფარულობა არ დარღვეულა, არანაირი არსებითი დარღვევები არ ყოფილა”, - განაცხადა პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულმა ცესკოს თავმჯდომარემ.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, გაყალბება ძალიან მძიმე ბრალდებაა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ ვინმე მსგავს ბრალდებას ავრცელებს, მათ უნდა წარადგინონ ფაქტები და მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოში, რაც, მისივე სიტყვებით, არ მომხდარა:

“ჩვენთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი: თუ სადმე რაიმე დროს, წინასაარჩევნო პერიოდში, კენჭისყრის ეტაპზე მოხდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო, ეს იყოს გამოძიებული და კანონის წინაშე ყველამ აგოს პასუხი”, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება 30 ოქტომბერს დაიწყო. მას გამოძიების მოთხოვნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმართა.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა პირი, რომლებიც შესაძლებელია ფლობდნენ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი უკვე გამოიკითხა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. მათ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადეს.

გამოკითხვაზე დაბარებული იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. პასუხად, მან ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია სავარაუდო დარღვევები.

„აგერ არის პირდაპირი კადრები და ასეთი ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება. ეს არის ის კადრები, რომლებსაც არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება, თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბერს არჩევნები.

თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ვიცოდი, რომ პირიქით იყო - საგამოძიებო ორგანოებს თვითონ უნდა მოეგროვებინა მტკიცებულებები. არ გამიგია, რომ საგამოძიებო უწყებამ არჩევნებზე პრეზიდენტს სთხოვოს მტკიცებულებები. მოვისმინე ჟოზეპ ბორელის [განცხადება]. მგონი, მასაც უნდა სთხოვოს პროკურატურამ მტკიცებულებები. როგორც ჩანს, მასაც გააჩნია მტკიცებულებები“, - თქვა პრეზიდენტმა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ამ დროისათვის მხოლოდ მმართველი პარტია აღიარებს. ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus