Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ისრაელის არმიამ 21 ნოემბრის დილით დაბომბა, სულ მცირე, ხუთი საცხოვრებელი შენობა, რომლებშიც ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.

პალესტინის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების თანახმად, მათგან ბევრი ნანგრევებშია ჩამარხული. ამის ფონზე ისრაელის არმიამ გააფართოვა სახმელეთო საომარი ოპერაცია ღაზის სექტორის ჩრდილოეთში.

მედიკოსების თანახმად, ქალაქ ბეიტ-ლაჰიაში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციაც, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.

ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაცია) მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ დაღუპულთა რიცხვი 66-ია და მათი უმეტესობა ნანგრევებს ქვეშაა მოყოლილი, მაგრამ ჯერ მათთვის არ მიუგნიათ.

ისრაელის არმიას, რომელიც გასული თვის დასაწყისიდან აწარმოებს საომარ ოპერაციას პალესტინელთა ტერიტორიაზე, ბაეიტ-ლაჰიაში და მიმდებარე ჯაბალიისა და ბეიტ-ჰანუნის რაიონებში, რათა ჰამასმა გადაჯგუფება და თავდასხმები ვერ მოახერხოს, კომენტარი არ გაუკეთებია.

პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ბოლო მონაცემებით, შარშან ოქტომბერს მერე, როცა ისრაელმა დაიწყო საომარი მოქმედება ისრაელზე ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ, ღაზის სექტორში მოკლულია 44 ათასი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 104 ათასზე მეტი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus